ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
როშკის ლოდების ბუნების ძეგლი
მცხეთა მთიანეთი

ღირშესანიშნაობა: როშკის ლოდები მიეკუთვნება მსოფლიოში უდუიდესი „ერატიული“ („მოხეტიალე“) ლოდების რიცხვს. მათი განზომილებებია 19X5X7 (სიგრძე, სიგანე, სიმაღლე), 22X13X10, 22X20X8, 25X10X11 („გახლეჩილი ლოდი“). შედარებით ნაკლები სიდიდის, მაგრამ შთამბეჭდავი ერატიული ლოდები დიდი რაოდენობითაა მიმოფანტული აბუდელაურის ხეობის უფრო მაღალ ნაწილებში და აგრეთვე როშკის ქვემოთაც - მდ. ხევსურეთის არაგვის ხეობაში. ყველა ეს ლოდი ჭაუხის მასივიდან ჩამოიტანა პლეისტოცენურმა მყინვარმა. ამ მყინვარის ბოლო სოფელ ღელისვაკეკესთან მდებარეობდა ზღვის დონიდან 1450 მ სიმარლეზე.

მდებარეობადუშეთის მუნიციპალიტეტი, პირაქეთა ხევსურეთი, სოფ. როშკის მიდამოები, 2067 მეტრი ზღვის დონიდან.

კოორდინატები: N42 32.695 E44 53.354

მისასვლელი გზაბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე დასახლებული პუნქტია სოფ. როშკა. თბილისიდან როშკა დაშორებულია 119 კმ-ით; ხანგრძლივობა - 3 სთ;
სოფ. როშკა - როშკის ლოდების ბუნების ძეგლი -  1 კმ, ხანგრძლივობა - 10 წთ; (საფეხმავლო).

ღამისთევაღამის გასათევად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია სოფ. როშკაში ან სოფ. ბარისახოში დარჩენა, სადაც შესაძლებელია სასტუმროში გაჩერება.

საკონტაქტო ინფორმაცია: დაცული ტერიტორიების სააგენტო
ტელ: 599 37 24 11
ელ-ფოსტაinfo@apa.gov.ge



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.