ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სახიზარის კლდის ბუნების ძეგლი
მცხეთა მთიანეთი

ღირსშესანიშნაობა: ბუნების ძეგლი საინტერესო გეოლოგიური აგებულებით გამორჩეული ეროზიული სვეტების კომპლექსია, რომელიც  წარმოიქმნა უხვი ნალექის შედეგად ჩამორეცხილ მთა ქაბარჯინაზე. მთა წარმოადგენს ვულკანური ღვარის ბრტყელთხემიან ბორცვს, რომლის ფერდობებზეც დეკა ხარობს. მოსახლეობა ამ ადგილს უწოდებს „სახიზნარის კლდის სვეტებს“, ვინაიდან წინა საუკუნეებში ომიანობის პერიოდში, მტრის მოახლოვების დროს სოფლის მოსახლეობა სწორედ აქ იხიზნებოდა და თავს აფარებდა კლდეებს.

მდებარეობა: ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, მდ. თერგის  ხეობა, სოფ. სიონის მიდამოები, 3136 მეტრი ზღვის დონიდან.

კოორდინატები: N42 34.279 E44 33.299  

მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე  დასახლებული პუნქტია სოფ. სიონი. თბილისიდან სიონი დაშორებულია 144 კმ-ით; ხანგრძლივობა - 2 სთ და 20 წთ;
დაბა სტეფანწმინდა - სოფ.სიონი - 8,5 კმ. ხანგრძლივობა - 10 წთ;
სოფ. სიონი - სახიზარის კლდის ბუნების ძეგლი -  4 კმ, ხანგრძლივობა - 1 სთ. (საფეხმავლო)

ღამისთევა: ღამის გასათევად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია დაბა სტეფანწმინდაში ან დაბა გუდაურში დარჩენა, სადაც შესაძლებელია სასტუმროში გაჩერება.

საკონტაქტო ინფორმაცია: ყაზბეგის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია
ტელ: 577 96 11 88
ელ-ფოსტაinfo@apa.gov.ge/otsamalaidze@apa.gov.ge



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.