ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
შიდა ქართლი
შიდა ქართლი

შიდა ქართლი საქართველოს შუაგულში, 6200 კმ2-ზეა გაშლილი (ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის 9,2%). მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ექვს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს. ესენია: ქალაქი ცხინვალი, გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის და ჯავის მუნიციპალიტეტები.

ისტორიული ქართლი რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა და მოიცავდა ზემო, შუა (შიდა) და ქვემო ქართლს. შიდა ქართლი ვრცელდებოდა აღმოსავლეთით არაგვსა და თბილისამდე, ჩრდილოეთით - კავკასიონის ცენტრალურ ქედამდე, დასავლეთით - ლიხის ქედამდე, ხოლო სამხრეთით - თრიალეთის ქედამდე და ფარავნის ტბამდე (ჯავახეთი). შიდა ქართლი დღეს მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია, საიდანაც საქართველოს ნებისმიერ კუთხეში შეიძლება მოხვედრა: მის ტერიტორიას კვეთს საერთაშორისო საავტომობილო მაგისტრალი და იმერეთის რეგიონთან დამაკავშირებელი რიკოთის გვირაბი. 1983 წელს როკის უღელტეხილის ქვეშ გაყვანილი გვირაბი კი ერთ-ერთია იმ სამ მაგისტრალს შორის, რომლებიც საქართველოს მეზობელ რუსეთთან აკავშირებენ. შიდა ქართლზე გადის ამიერკავკასიის ცენტრალური სარკინიგზო მაგისტრალიც. მხარის ტერიტორიაზე ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლია, რომელთა შორის გამორჩეულია: ატენის სიონი, ყინწვისის მონასტერი, სამთავისის ტაძარი, კლდეში ნაკვეთი ქალაქი უფლისციხე, რკონის მონასტერი, გორის ციხე, სურამის ციხე, წრომის ტაძარი, ქვათახევის მონასტერი...
 
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.