ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სხანარი
რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი

სხანარი არის სოფელი ონის მუნიციპალიტეტში, წედისი თემში. მდებარეობს კუდაროს ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1500 მეტრზე. სოფელს ორ ნაწილად ყოფს მდინარე სხანარისღელე, რომელიც მდინარე ქვედრულას მარცხენა შენაკადია. სხანარს ჩრდილოეთით ესაზღვრება სოფელი ქვედი, დასავლეთით სოფელი ქვედრულა, სამხრეთით კი სოფელი წედისი, აღმოსავლეთი საზღვარი ჯავის მუნიციპალიტეტთან აქვს.

სოფელ სხანარში 2002 წლის მონაცემებით ცხოვრობს 12 ადამიანი. 1959 წლის მონაცემებით სოფელში იყო 33 კომლი.

 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.