ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ტახტი-თეფას ბუნების ძეგლი
კახეთი

ღირშესანისნაობა: ბუნების ძეგლი წაროადგენს ტალახის ვულკანების (ფსევდო ანუ ეგზოვულკანები) კრატერების ჯგუფს, საიდანაც მუდმივად გადმოდის წყლის, ნავთობის, ტალახისა და აირების ნაზავი.

მდებარეობა: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, მდ. იორის მარჯვენა ნაპირი, დალის წყალსაცავიდან სამხრეთ-დასავლეთით, 541   მეტრი ზღვის დონიდან.

კოორდინატები: N41 14.741 E45 50.617

მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. დედოფლისწყარო. თბილისიდან დედოფლისწყარო დაშორებულია 130 კმ-ით; ხანგრძლივობა - 2 სთ;

ქ. დედოფლისწყარო - ტახტი-თეფას ბუნების ძეგლი  - 50 კმ; ხანგრძლივობა - 1 სთ და 30 წთ.

ღამისთევა: ღამის გასათევად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია ქ. დედოფლისწყაროში, დალის მთის სამონადირეო მეურნეობისა და ჭაჭუნას აღკვეთილის ვიზიტორთა ცენტრებში დარჩენა, სადაც შესაძლებელია სასტუმროში გაჩერება.

საკონტაქტო ინფორმაციავაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია
ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი: ნინო სეთურიძე ტელ: 577 10 18 49
ელ-ფოსტა: nseturidze13@gmail.com



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.