ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ტაბაწყურის ტბა
სამცხე ჯავახეთი
ტაბაწყური, ტაბისყური — ტბა სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, ზღვის დონიდან 1991 მ. სარკის ფართობი 14,2 კმ², წყალშემკრები აუზის ფართობი 83,1 კმ², უდიდესი სიღრმე 40,2 მ, საშუალო სიღრმე 15, 5 მ, წყლის მოცულობა 221 მლნ. მ³. ტბის ქვაბული წარმოქმნილია ლავური ნაკადების შეგუბების შედეგად. საზრდოობს მიწისქვეშა, თოვლისა და წვიმის წყლით. გამდინარეა მიწისქვეშა გზით. წყლის დონე დაბალია თებერვალში, მაღალია — ივნისში. გაყინულია დეკემბრის ბოლოდან მარტის ბოლომდე. წყალი მტკნარია, მდიდარია თევზით. ტბის გარშემო გაშენებულია სოფლები ტაბაწყური და მოლითი. გარშემორტყმულია ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილით.
 
 
ტაბაწყურის ტბის წყლის დიდი მოცულობა მისი ზედაპირის ფართობს (14.2 კმ2) და სიღრმეს (40 მ) უკავშირდება. იგი, როგორც ფარავანი, მაღალმთიანი ტბაა და ზღვის დონიდან 1991 მეტრზე, სამხრეთ საქართველოში, აბულ-სამსარისა და თრი­ალეთის ქედებს შორის მდებარეობს. ტბა ძირითადად თოვლის ნადნობი წყლე­ბით იკვებება, რის გამოც წყლის დონის ამპ­ლიტუდა 2 მეტრს აღწევს. მისი წყლის ტემპერატურა, ზაფხულის თვეებშიც კი, არ აღემატება +150. ცივი წყალი კალმა­ხის გავრცელების კარგი წინა პირობაა, რო­მელსაც დიდი რაოდენობით მოიპოვებენ.
 
გამომცემლობა "კლიო"
www.klio.ge

 



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.