სამეგრელო ზემო სვანეთი
|
მწვერვალი უშბა ზღვის დონიდან 4700 მეტრზე მდებარეობს. იგი ორი ნაწილისაგან შედგება. ჩრდილო ნაწილი სამხრეთისაზე 10 მეტრით მაღალია. უშბა კავკასიასა და ევროპაში ყველაზე ძნელად დასაძლევი მწვერვალია. ალპინისტებმა სირთულის მიხედვით იგი მსოფლიოს 100 ურთულეს მწვერვალთა სიაში შეიტანეს. სვანურად უშბა „ქარიშხლიან მთას“ ნიშნავს, რაც ადასტურებს მისი ბუნებრივი გარემოს სიმკაცრეს. მას მრავალი თქმულება უკავშირდება, რომელთა უდიდესი ნაწილი ქალღმერთ დალის და მონადირე ბეთქილის ტრაგიკულ ურთიერთობას ასახავს.
ფოტო გალერეა
|