ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ჩოხატაური
გურია

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
 
 
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
GR-chokhatauri-ka.svg

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი  დროშა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი გერბი

ადმინისტრაციული ცენტრი

ჩოხატაური

რეგიონი

გურიის მხარე

გამგებელი

ირაკლი კუჭავა     

დეპუტატი პარლამენტში

თეიმურაზ ჭკუასელი    

სიმჭიდროვე

29,2 [1] კაცი/კმ²

ფართობი

825.1 კმ²

მოსახლეობის რაოდენობა

22 900 კაცი (2009 წელი)

ეროვნება

ქართველები 99.5%
რუსები 0.3%
სომხები 0.1%
ოსები 0.1%[2]

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი საქართველოს რუკაზე.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული გურიის მხარეში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917-მდე შედიოდა ოზურგეთის მაზრაში1930-1963 წლებში - ცალკე რაიონი იყო, 1963-1964 წლებში შედიოდა მახარაძის რაიონში1965-დან ცალკე რაიონია. 2006 წლიდან ეწოდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი. დამეგობრებულია ლიტვის პასვალისის რაიონთან.

 

ჩოხატაურის გერბი

 
ჩოხატაურის გერბის ფარი გაკვეთილია ორ ნაწილად: 
 
მწვანე და მეწამულ ველებად. ფარის თავსა და ბოლოში სამ-
 
სამი ვერცხლის ტალღისებური შემცირებული სარტყელია 
 
მოთავსებული. მათ შორის ვერცხლის ფიგურა 
 
გაწყვეტილთასმიანი ხაზით, ბაზიერის საბუხარზე მჯდარი 
 
ვერცხლის მიმინოა, რომელსაც თავი მარცხნივ ვერცხლის 
 
რვაქიმიან ვარსკვლავისაკენ აქვს მიმართული. 
 
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო 
 
ვერცხლის გვირგვინი: სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი 
 
(ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრადღია ჭიშკრით. ფარის 
 
ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლისფერ-
 
მწვანე ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია 
 
გერბის დევიზი „ჩოხატაური“ 
 

 

 

გეოგრაფია[რედაქტირება]

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთით ესაზღვრება სამტრედიისა და ვანის, აღმოსავლეთით — ვანის, სამხრეთით — ხულოსა და ადიგენის, დასავლეთით — ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები.

მუნიციპალიტეტის დიდი ნაწილი მთაგორიანია. მთავარი ოროგრაფიული ერთეულებია მესხეთის ქედი და მისი შტოქედები. ძირითადი მდინარეა სუფსისა მისი შენაკადებით: ბარძიმისწყალი და გუბაზოული. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა ბახვისწყლის, აგრეთვე ხევისწყლის ზემო ხეობა. გავრცელებულია წითელმიწა და ალუვიური ნიადაგები, ტერიტორია - 825 კვ.კმ. ტერიტორიის 60% ზეგნებსა და მთებს უკავია. ტყეებს 34772 ჰა უკავია. მწვერვალი მეფისწყარომდებარეობს ზღვის დონიდან 2850 მეტრზე, კურორტი ბახმარო 1926 მეტრზე.

მდინარე სუფსისპირა დაბლობ ვაკეზე განვითარებულია ალუვიური, ხოლო ტერასებზე — სუბტროპიკული ეწერი ნიადაგები. გორაკ-ბორცვიან ზონაში განვითარებულია წითელმიწა და ყვითელმიწა ნიადაგები. მთებში ძირითადია ტყის ყომრალი ნიადაგები. მაღალმთიანეთში გვხვდება კორდიანი და კორდიან-მთის მდელოს ნიადაგები, ციცაბო ადგილებში ძლიერ ხირხატიანი ნიადაგებია.

მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა მინერალური საღებავები, პირიტი, საშენი ქვები, სააგურე და საკერამიკე მიწა. აგრეთვე მინერალური წყლები (ნაბეღლავიკოხნარიზოტი).

ფლორა და ფაუნა[რედაქტირება]

მცენარეული საფარი სიმაღლებრივი ზონების სახითაა გავრცელებული. კოლხური ტიპის ტყეების დიდი ნაწილი ვაკესა და გორაკ-ბორცვებზე ამჟამად არ არსებობს. მთის კალტებზე ტყის შემქმნელი მთავარი ჯიშებია: წიფელიმუხაწაბლი,სოჭიჭადარირცხილათხემლა. ქვეტყის სახით გავრცელებულია შქერიწყავიბზამოცვითხილი. 600-700 მეტრზე ზემოთ გაბატონებულია წიფელი, რომელსაც სიმაღლის მმატებასთან ერთად ერევა სოჭი და ნაძვი. 1500-1600 მეტრიდან ჭარბობს ნაძვისა და სოჭის ტყეები. ტყის სარტყლის ზემოთ მდელოები და ბუჩქნარებია, რომლებსაც სათიბ-საძოვრებად იყენებენ. სოფელ ჩხაკოურის მოდამოებში რელიქტური პონტური მუხის კორომია.

მთის ტყიან ზოლში ბინადრობს შველიარჩვიგარეული ღორიკურდღელიმგელიდათვიმელამაჩვიტურა; ფრინველებიდან კოდალაჩხიკვიტყის ქათამიშაშვიქორი. მდინარეებში გავრცელებულია კალმახიღორჯოწვერა,ქაშაყილოქოქორჭილა და სხვ.

ჰავა[რედაქტირება]

კლიმატი სუბტროპიკულია. ჰავა ხასიათდება სიმაღლებრივი ზონალურობით. ბარში 500-600 მეტრამდე ზღვის სუბტროპიკული ჰავაა, მტებში ნოტიო, მაგრამ ზომიერად თბილი და გრილი. საშუალო წლიური ტემპერატურაა 12°C, მაღალ მთაში 0-4°C. წელიწადში საშუალოდ 1500-1870 მმ ნალექი მოდის. მდგრადი თოვლის საფარი მთაში 5-6 თვეს გრძელდება.

მოსახლეობა[რედაქტირება]

აღწერის წელი 1939 1959 1969 1979 1989 2002
მოსახ. ათასი კაცი 34,5 30,7 29,6 28,8 27,0 24, 1

მოსახლეობის რაოდენობა მუნიციპალიტეტში არის 24 ათასი კაცი; სიმჭიდროვე — 29 კაცი კვ.კმ-ზე. ცხოვრობენ ქართველები. მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენგურულები, ასევე ცხოვრობენ აჭარლები. მოსახლეობის დიდი ნაწილი მართლმადიდებელი ქრისტიანია, გარკვეული ნაწილი - მუსლიმი. მუნიციპალიტეტში 61 დასახლებული პუნქტია: 1 დაბა და 60 სოფელი.

მმართველობა[რედაქტირება]

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი მოიცავს შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებს:

 



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.