ირი პატარა სოფელია ონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობის მდინარე ჯეჯორას მარჯვენა სანაპიროზე, ონი-ცხივნალის საავტომობილო გზაზე, ონის სამხრეთ-აღმოსავლეთით. ქალაქ ონიდან დაშორებულია 11კილომეტრით.
2002 წლის აღწერით სოფელ ირის მოსახლეობა შეადგენს 54 კაცს. 1959 წლის აღწერით სოფელში იყო 75 კომლი.
სოფელ ირში არის ბარიტის საბადოები, აქ ფუნქციონირებდა ბარიტის ქარხანა 1991 წლის მიწისძვრამდე.სოფელ ორიდან ლესორამდე(1880მ.) სადაც იყო ბარიტის მაღაროები გაბმული იყო საბაგირო. სამწუხაროდ მიწისძვრამ დაანგრია, როგორც საცხოვრებელი სახლები, ასევე საწარმოო ინფრასტრუქტურა. რაც ერთ-ერთ ფაქტორად მიიჩნევა სოფლის მოსახლეობის შემცირებისა.
ირის ჩრდილოეთით ჩამოედინება პატარა მდინარე ჭალისწყალი, რომელიც უერთდება მდინარე ჯეჯორას. მდინარე ჭალისწყალზე არის ორი წისქვილი. ირი მდებარეობს ზღვის დონიდან 1000-1200 მეტრზე. მდინარის ნაპირზე არის უძველესი ეკლესიის ნანგრევები, რომელსაც ადგილობრივები „ძელი ჭეშმარიტის“ ნასაყდრალს უწოდებენ.