ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სახელწოდება ,,ჩოხატაურის“ წარმოშობის შესახებ
გურია

სახელწოდება ,,ჩოხატაურის“ წარმოშობის შესახებ

 
ოდესღაც ჩოხატაურში „ჩოხა“დაატოვებინეს კაზაკებს და სახელიც აქედან ეწოდა. „ჩოხატაური ჩოხადანატოვარი ადგილია, ჩოხატოულია.“ ასეთია ამ სახელის ხალხური ახსნა. ამ ეტიმოლოგიაში გარკვევით ჩანს ისტორიული ფაქტის კვალი, კერძოდ ის გამარჯვება, რომელიც 1820 წელს მოიპოვეს გურიის აჯანყებულებმა ჩოხატაურის საგუშაგოზე, მაგრამ ამ ხალხურ ახსნას მეცნიერული განმარტებისათვის ღირებულება არ გააჩნია.
 
ისტორიულ წყაროებსა და სამეცნიერო ლიტერატურაში ჩოხატაური შემდეგი ფორმებით გვხვდება: ჩეხატაური, ჩახატაური, ჩოხატოური და ჩოხატაური. ეს უკანასკნელი დაკანონებულია დღესაც.
 
ადგილს, სადაც დღეს დაბა ჩოხატაურია გაშენებული „ბირკნალა“ ერქვა. მცენარე ბირკნალა ყვავილობს გაზაფხულზე, შემოდგომაზე ქრება. ძირითადად გავრცელებული იყო ჭაობიან ადგილებში (მცენარე გადაშენებულია).
 
ჩოხატაურს საგვარეულო სახელს აზნაურ ჩხატარაშვილს უკავშირებენ. აზნაური ჩხატარაშვილები ქვემო ერკეთის მკვიდრნი იყვნენ და მიწებს მდინარე სუფსის სანაპიროზე ფლობდნენ.
 
მიწებს მფლობელის გვარის მიხედვით ჩახატაური (ჩხატარაული-ჩახატაური) დაერქვა.
 

ჩოხატაურის გერბი

 
ჩოხატაურის გერბის ფარი გაკვეთილია ორ ნაწილად: 
 
მწვანე და მეწამულ ველებად.
 
ფარის თავსა და ბოლოში სამ-სამი ვერცხლის ტალღისებური შემცირებული სარტყელია მოთავსებული. 
 
მათ შორის ვერცხლის ფიგურა გაწყვეტილთასმიანი ხაზით,
 
ბაზიერის საბუხარზე მჯდარი  ვერცხლის მიმინოა, რომელსაც თავი მარცხნივ ვერცხლის 
 
რვაქიმიან ვარსკვლავისაკენ აქვს მიმართული. 
 
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო  ვერცხლის გვირგვინი: სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი 
 
(ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრადღია ჭიშკრით.
 
ფარის ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლისფერ-მწვანე ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია გერბის დევიზი „ჩოხატაური“ 

 



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.