ბასა-ჭუბერის უღელტეხილი მდ. ნენსკრისა და მდ. ყუბანის წყალგამყოფ ქედზეა განლაგებული და ზემო სვანეთს ყარაჩაი-ჩერქეზეთთან აკავშირებს.ბასა-ჭუბერის საუღელტეხილო მარშრუტი ყველაზე ხელსაყრელი გზაა ყუბანის ხეობაში გადასასვლელად.