სამეგრელო ზემო სვანეთი
|
ბეჩოს ანუ იუსენგის უღელტეხილი (3375 მ. ზღვის დონიდან) მდინარეების დოლრასა და თეგენეკლის ხეობებს აკავშირებს. სამხრეთიდან ამ მარშრუტით მიმავალი გზა იწყება ბეჩოში,მიჰყვება მდ. დოლრას, გაივლის ქვიშის ხეობას და მყინვარს, შემდეგ უღელტეხილიდან ჩრდილოეთით ეშვება სოფელ თეგენეკლში, უღლტეხილი ზაფხულში გამოიყენება, როგორც ქვეითად სასიარულოდ (გადის ტურისტული მარშრუტი) ასევე საქონლის გადასაყვანად. ბეჩოდან თეგენეკლამდე მანძილს ქვეითად მოსიარულე ერთ დღეში გაივლის.
|