სამეგრელო ზემო სვანეთი
|
მესტიის უღელტეხილი (3960 მ) მდინარე მესტია-ჭალის სათავეებში მდებარეობს, უღელტეხილისაკენ მიმავალი გზა მესტიაში იწყება, მიჰყვება მდ. მესტია-ჭალას და ლეხზირის მყინვარის გავლით ადის მესტიის მყინვარზე. ამ უღელტეხილის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი გავლა სათანადო გამოცდილების მქონე მგზავრს ზამთარშიც შეუძლია. ჩრდილოეთის უახლოეს დასახლებულ პუნქტს მგზავრი, ზაფხულში, ერთ დღეში ფარავს.
|