ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ნიკორწმინდა
რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი

ნიკორწმინდა გუმბათოვანი ტაძარია რაჭაში, ამბროლაურიდან 16 კმ-ში, სოფ. ნიკორწმინდაში. რაჭის ეპარქიის კათედრალი (XI-XIX სს.). წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია დასავლეთ კარის ქტიტორული წარწერის მიხედვით აუგია ერთიანი საქართველოს პირველ მეფეს ბაგრატ III-ს 1010-1014 წწ-ში. სამხრეთისა და დასავლეთის კარიბჭეები მიშენებულია XI ს-ში. 1534 წ. ტაძარი განაახლა იმერეთის მეფე ბაგრატ III-მ (1510-1565). ნიკორწმინდის სამსართულიანი სამრეკლო XIX ს. II ნახევარშია აგებული. ტაძარი მოკლემკლავიანი სწორკუთხა ჯვრის ფორმისაა, ხუთაფსიდიანი. ინტერიერში შემონახულია XVII ს-ის ფრესკები. ეკლესიის პერანგი კარგად დამუშავებული ქვით არის შემკობილი. გუმბათის 12-სარკმლიანი ყელი დამუშავებულია თაღედით. ტაძარი უხვად არის შემკობილი მდიდრული ჩუქურთმებით. მრავლადაა სიუჟეტური, მრავალფიგურიანი რელიეფი, მრავალფიგურიანი სცენა (`მეორედ მოს­ვლა~, `ფერისცვალება~, `ჯვართამაღლება~), წმინდანთა გამოსახულებები, მითური და რეალური ზოომორფული ფიგურები. სარკმლებს ირგვლივ შემოუყვება ჩუქურთმიანი არშიები.

გამომცემლობა "კლიო"
www.klio.ge


ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.