ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ბარაკონი და ხოტევი
რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი
ბარაკონი და ხოტევი
 
ბარაკონი გვიანი შუა საუკუნეების ქართული გუმ­ბათოვანი არ­ქი­ტექ­ტურის ერთ-ერთი ბოლო მნიშვნელოვანი ძეგლია რაჭაში. ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი მდებარეობს ამბროლაურის რ-ის სოფ. წესთან. რაჭის ერისთავ როსტომის ბრძანებით, 1753 წელს ააგო ავთანდილ შულავრელმა. ტაძარი ნაშენია თლილი ქვით, მდიდრულადაა მოჩუქურთმებული. ტაძრის რესტავრაცია მოხდა 1991 წლის მიწისძვრით დაზიანების შემდგომ.
 
ხოტევი _ სოფელია რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ქ. ამბროლაურიდან 10 კილომეტრში, ზღვის დონიდან 1000 მეტრში. წყაროებში პირველად მოხსენიებულია `ნიკორწმინდის დაწერილში~ (XI ს.). იმერეთისა და ქვემო რაჭის დამაკავშირებელ გზაზე მდებარეობის გამო ხოტევი წარმოადგენდა დაწინაურებულ სავაჭრო პუნქტს. XVII ს-ის რუსი ელჩები ალექსი იევლევი და ნიკიფორე ტოლჩანოვი ხოტევს იხსენიებენ იმერეთის ქვეყნის ქალაქებს შორის. XIX საუკუნეში ხოტევი რაჭის მაზრის ცენტრი იყო. სოფელში შემორჩენილია შუა საუკუნეების მთავარანგელოზის ეკლესია და XVI-XVII სს. ციხის ნანგრევები. ხოტევის სახელწოდების შესახებ ლეგენდის თანახმად იმერეთის ერთ მეფეს გადმოუსახლებია აქ თავადი წულუკიძეები, რომელთაც ციხე აუშენებიათ. ციხის მშენებლობის დასრულებისას მეფეს მოუნახულებია ციხე და უკითხავს წულუკიძეებისთვის: `ხო ტევიხართ (ეტევით) ამ ციხეშიო?~ ამის შემდეგ დაურქმევიათ სახელად ხოტევის ციხე, შემდგომში ეს სახელი მთელ სოფელზე გავრცელებულა. ციხე ამჟამად დანგრეულია. შემორჩენილ ნაწილს აქვს სათოფურები. მას გარს ერტყა გალავანი. ციხე ორსართულიანი იყო. ხოტევის ციხე ძალზე მტკიცე და ძნელად ასაღები ყოფილა.
 
გამომცემლობა "კლიო"
www.klio.ge
 


ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.