ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ჯავახეთის ვულკანები
სამცხე ჯავახეთი
ჯავახეთის ვულკანური პლატო სამხ­რეთ საქართველოში მდებარეობს. იგი ლავური ნაკადებითაა შექმნილი, რომლებიც მერიდიანული მიმართულების სამსარის ქედის ფერდობები­დან მოედინებოდა. ამ ქედზე ბევრი ვულკანური კო­ნუსია, რომელთა შორის მასშტაბურობითა და სილა­მაზით დიდი აბული, სამსარი და თავკვეთილა გამო­ირჩევა.
დიდი აბული ზღვის დონიდან 3305 მეტრზე, სამსარის ქედის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. მან მეოთხეულ პერიოდში გამყინვარება განიცადა, რაზეც შემორჩენილი მორენები, ცირკები და პატარა ტბები მეტყველებს. დიდი აბულის ვულკანურ მოქმედებაზე სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ მას მოქმედი ვულკანის სტატუსი უნდა განესაზღვროს. ამგვარი პოზიცია მის სახელწოდებასა და ხალხურ გამონათქვამებს უკავშირდება. როგორც ვარაუდობენ, მთიდან კვამლი ამოდიოდა, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა მთას აბოლებულად მოიხსენიებდა. მიუხედავად ამისა, დღემდე დიდი აბული ჩამქრალ ვულკანად ითვლება, რადგან ვარაუდობენ, რომ იგი უკანასკნელად მხოლოდ 10-12 ათასი წლის წინ მოქმედებდა.
სამსარის ვულკანური კონუსი ქედის ცენტრა­ლურ ნაწილში, ზღვის დონიდან 3285 მეტრზე მდებარეობს. მისი კრატერის დიამეტრი 3 კმ-ს აღწევს, რომლის ფსკერზე რამდენიმე პატარა ტბაა.
თავკვეთილი ზღვის დონიდან 2583 მეტრზე, სამსარის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. სახელი მას ფორმის გამო ეწოდა, რადგან კარგადაა გამოხატული ვულკანური კონუსი. მისგან დასავლეთით ვულკანური წარმოშობის, საქართველოში წყლის მოცულობით გამორჩეული, ტაბაწყურის ტბაა.  
 
გამომცემლობა "კლიო"
www.klio.ge

 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.