ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ქარელის ძამას ხეობა
შიდა ქართლი
ქარელის ძამას ხეობა  
 
       მდებარეობს ქარელის რაიონში თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, ისტორიული წარსულითა და მატერიალური კულტურის ძეგლებით შიდა ქართლის ერთ-ერთი ლამაზი და ნაყოფიერი ხეობაა, მაგრამ ჯერჯერობით სათანადოდ არ არის შესწავლილი. სწორედ ამ ხეობაზე გადიოდა ე.წ. “აბრეშუმის დიდი გზა”. 
      ძამას ხეობა იყო სამხრეთ საქართველოსთან დამაკავშირებელი გზა, საიდანაც მტერს უფრო უადვილდებოდა შუა ქართლზე თავდასხმა. ამიტომაც ეს ხეობა ფანასკერტელ-ციციშვილებმა გაამაგრეს და მტერს შემოსასვლელი გზა გადაუკეტეს.
    ნასოფლარი ადგილები და ეკლესიების სიმრავლე მოწმობს, რომ ძამას  ხეობა მჭიდროდ ყოფილა დასახლებული.
 
 


ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.