ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ვერეს ღვთისმშობლის ეკლესია
შიდა ქართლი
ვერეს ღვთისმშობლის ეკლესია 
 
     მდებარეობს გორში, სოფელ გარდატენიდან დაახლოებით 5,5 კილომეტრში, მდინარე ვერეს ხეობის მარცხენა ნაპირზე, ტყეში. თარიღდება VI საუკუნით, გადაკეთებულია XI საუკუნეში. 
     შენობა სამნავიანი ბაზილიკაა, შიგნიდან და გარედან მოპირკეთებულია წითელი რუხი ფერის ქვით, გამოყენებულია შირიმის ქვაც. ძეგლი დაზიანებულია: შეინიშნება ჩამონგრეული კამაროვანი გაადხურვა და კედლების ზედა ნაწილების დაზიანებები. მთლიანად მიწაშია ჩაფლული სამხრეთის ეგვტერი და დასავლეთის კარიბჭე. ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს. აფსიდსა და დასავლეთ კედლის კუთხეებში შემორჩენილია მოხატულობა.
 
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.