ვერეს ციხე
IX-X საუკუნეების ნაგებობა, აზრატის ანუ ბერეს ციხე მდებარეობს გორში, სოფლიდან სამიოდე კილომეტრზე, ტანას ხეობაში, მდინარე ვერეს ნაპირას ძნელად მისადგომ ქედზე.
ვ ე რ ე ს ციხეს სტრატეგიულად მოხერხებული მდგომარეობა აქვს. აქედან მოჩანს ტანას ხეობა მისი მიდამოებით. ვ ე რ ე ს ციხე და მისის შემოგარენო თბილისის საამიროს შემადგენლობაში შედიოდა.
იგი, ატენის ციხესთან ერთად მონაწილეობდა ქართლის შემოერთებისთვის წარომებულ ბრძოლებში.
X სის მიწურილიდან ციხე კლდეკარის ერისთავთერისთავებისათვის – ბაღვაშთა გაგებლობასი გადავიდა. XI ს.-დან XVIს. შუახანებამდე ვერეს ციხის მიდამოები საქართველოს სამეფო სახლის განკარგულებაში იყო.
1554 წელს შაჰ-თამაზმა აიღო ციხე და გზა გაიხსნა ატენის ციხისკენ, სადაც თავს აფარებდნენ ქართლის მეფის ლუარსაბ I –ის დედა და ქართლის თავადაზნაურთა ოჯახები.
XVII-XVIII საუკუნეებში ციხე თავად ციციშვილთა ხელში გადავიდა და ამ საგვარეულოს მნიშვნელოვან საყრდენ პუნქტად იქცა.
1638 წელს ვერის ციხეში გამაგრდა როსტომ ხანის წინააღმდეგ მებრძოლი ქართლის თავადი ნოდარ ციციშვილი. მეფემ ალყა შემოარტყა ციხეს. აჯანყებულმა ციციშვილმა გაქცევით უშველა თავს. როსტომ მეფემ ვერის ციხე აიღო და გაანადგურა.
ციხე გეგმით წაგრძელებულია, ნაგებია რიყის ქვით. ფერდობებზე ციხე დაზიანებულია, კედლები შემორჩენილია 4-5 მეტრზე. ციხის აღმოსავლეთ და დასავლეთ მხარეები მთავრდება სხვადასხვა ზომისა და ფორმის კოშკებით.
აღმოსავლეთის კოშკიდან გადარჩენილია მხოლოდ კონტური. დასავლეთის კოშკი გეგმით უსწორო-ელიფსურია. ქვედა სართული ცილინდრული კამარით გადახურული გრძელი სათავსია, რომელიც ციხის ეზოს თაღოვანი განიერი კარით უკავშირდება. ციხის ეზოში გალავნის სამხრეთ კედელთან, დიდი წყალსაცავია.