სამცხე ჯავახეთი
|
ახალციხე
ახალციხე საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია (ძველი სახელი _ ლომსია). მდებარეობს თბილისიდან 230 კმ-ში, ახალციხის ქვაბულში, მდ. ფოცხოვის ორივე ნაპირზე. ისტორიულ წყაროებში დაფიქსირებულია XII ს-დან. XIII-XVI სს-ში სამცხე-საათაბაგოს პოლიტიკური ცენტრია, 1629-1828 წწ-ში კი _ ოსმალეთის იმპერიაში შემავალი ახალციხის საფაშოს დედაქალაქი. კავკასიაში ტყვე-მონებით ვაჭრობის უმნიშვნელოვანესი ცენტრი. ქ. ახალციხის ისტორიული ნაწილი მდ. ფოცხოვისწყლის მარცხენა ნაპირზე არსებულ კლდოვან გორაზეა გაშენებული. მას `რაბათი~ ჰქვია, რაც შუა საუკუნეების ქალაქში არსებულ ვაჭარ-ხელოსანთა დასახლებას ნიშნავს. რაბათის ტერიტორიაზე მდებარეობს სარგის ჯაყელის ციხესიმაგრე, წმ. მარინეს ეკლესია, ახალციხის ფაშების სასახლე, ოსმალური მეჩეთი (1752 წ.), ქარავან-სარაი, აბანო. ახალციხის რაბათის ტერიტორიაზე ამჟამად ფუნქციონირებს ახალციხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.
ავტორი: გამომცემლობა "კლიო"
ფოტო გალერეა
|