ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
1 დღიანი ტური ძამას ხეობაში: მზოვრეთი, შატბერდი, სარკინეთი, მერე, ორთუბანი, ორხევი, კოდმანი
კატეგორიები
1 დღიანი ტური ძამას ხეობაში: მზოვრეთი, შატბერდი, სარკინეთი, მერე, ორთუბანი, ორხევი, კოდმანი
კატეგორია: პილიგრიმული ტურები
პერიოდი: ინფორმაცია არ არის
მდებარეობა: ძამას ხეობა



ტურის ღირებულება


აღწერა

Travel in Georgia გთავაზობთ ერთდღიან ტურს ძამას ხეობაში.

გასვლა ძირითადად ხდება თბილისიდან. გასვლა ასევე შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან.

ვიკრიბებით ვარდების მოედანზე (ველოსიპედის ძეგლის წინ) და გავდივართ 7:30 სთ-ზე

სანახავი ადგილები : 

  • მზოვრეთი (მძოვრეთი) მდებარეობდა სტრატეგიულად მოხერხებულ ადგილზე – იგი იცავდა შიდა ქართლიდან სამხრეთ საქართველოსკენ მიმავალ მნიშვნელოვან გზას. ისტორიულ წყაროებში ციხეს პირველად `მატიანე ქართლისაის ავტორი იხსენიებს დემეტრე აფხაზთა მეფისა (967- 975 წწ.) და მისი ძმის თეოდოსს შორის წარმოებულ ბრძოლებთან დაკავშირებით. თეოდოსმა დახმარება სთხოვა ძამის ხეობის გამგებელს ადარნასეს. ძამის მთავარმა თავის რეზიდენციაში – ძამის ციხეში შეიფარა თეოდოსი. მაშინ დემეტრე მეფემან მიგზავნა ლაშქარი თვისი, მოადგეს ციხესა ძამისასა და ჰბრძოდენ სამ თუე ოდენ. ბოლოს ადარნასე ძამელი და თეოდოსი იძულბულები გახდნენ დანებებოდნენ დემეტრეს.

  • შატბერდი

ძამის ხეობაში მრავლად არის ტაო-კლარჯეთის მონასტრების სახელით დაფუძნებული მონასტერები.  შატბერდის წმინდა ეკატერინეს სახელობის მამათა მონასტერი ხეობისკენ მიმავალი გზის პირასაა.  მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ნიკოლოზი (პიტნავა): - "ჩვენი ხეობა დაკარგული საქართველოს, ტაო-კლარჯეთის ძირძველი მონასტრების სახელების განმეორებაა". 

  • სარკინეთის მამათა მონასტერი - კლდეში ნაკვეთი ტაძარი (მეუფე იობის რეზიდენცია) საინტერესო ნაგებობაა სარკინეთის, შიო მღვიმელის სახელობის კლდეში გამოკვეთილი მონასტერი. ღირსი შიო დიდი საკვირველმოქმედის სახელობის ტაძრის მშენებლობა ოთხიოდე წლის წინ დაუწყიათ ბერებს. კლდეში გამოკვეთილ ტაძარს ულამაზესი ბუმბათი ადგას. მომლოცველები ტაძრის გამო, კლდეს წმინდას ეძახიან.

  • მერე
  • ორთუბნის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტერი მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით ამოქმედდა 1997 წლის 27 ივნისს. ტაძარი XVII საუკუნით თარიღდება, ხოლო XVIII საუკუნის II ნახევარში ტაძრის დასავლეთ კედელზე სამსართულიანი სამრეკვლო მიუშენებიათ.

ორთუბნის დედათა მონასტერი 

ამ ერთ პატარა მხარეში,თითქოს ყოველი გოჯი მიწა ეკლესიის საძირკვლად არის გაჭრილი. სოფელ ორთუბანში დედათა მონასტერი თავისი სიძველით და სინატიფით ანცვიფრებს მნახველს. მონასტერი მძოვრეთის ციხე-დარბაზში მდებარეობს. ციციშვილთა საფეოდალო ცენტრის სამწევრისიდან გადმოტანის შემდეგ აუშენებიათ კომპლექსი, XVII-XVIII საუკუნეებში. მის შემადგენლობაში შედის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია და შვიდსართულიანი სამრეკლო კოშკი. ასევე ტერიტორიაზე აშენებულია რამოდენიმე საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობა. ციხე-დარბაზს ფერდობის ძირას გრძელი მონაკვეთი უკავია, ადრეულ პერიოდში მას შემოვლებული ჰქონდა გალავანი. ამჟამად შემორჩენილია გალავნის ჩრდილოეთის ნაწილი მთელ სიგრძეზე და ნაწილობრივ აღმოსავლეთ და დასავლეთ მხარეები. ეკლესია დარბაზული ტიპისაა, აშენებულია ნატეხი ქვით, საკურთხეველი გამოყოფილია მასიური კანკელით. ეკლესიის დასავლეთით მიშენებულია სამსართულიანი კოშკი.

  • ორხევის წმ. ორმოცი სებასტიანელი მოწამის სახელობის მამათა მონასტერი, 2007 წლის 26 ნოემბერს ამოქმედდა მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით. ორხევის წმ.40 სებასტიანელი მოწამის სახელობის მამათა მონასტერი.ტაძარი აკურთხა 2007 წლის 26 ნოემბერს მროველ–ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა.მონასტრის წინამძღვარია გამშვენებული ჯვრით დაჯილდოვებული იღუმენი გერასიმე (გრიგალაშვილი) მასთან ერთად მონასტრული ცხოვრების წესს 2 ბერი და 2 მორჩილი ეწევა. ორხევის წმ. ორმოცი სებასტიანელი მოწამის სახელობის მონასტერი.

  • კოდმანის გაბრიელ ქართველის სახელობის მამათა მონასტერი ამოქმედდა მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, 2003 წლის 28 მაისს. ტაძარი თარიღდება XVIII საუკუნით.

ფეხით გასავლელი მანძილი : 3 კმ-მდე დღის განმავლობაში

მგზავრობა ხორციელდება კომფორტული ავტომობილებით: ჯიპით, ან მიკროავტობუსით.

ძირითად ღირებულებაში შედის ტრანსპორტირება, კვება, სერთიფიცირებული გიდის მომსახურეობა.

სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია ფოტო და ვიდეო გადაღება.

ტურის ღირებულებისა და სხვა შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვწეროთ ქვემოთ მითითებული კითხვარის საშუალებით.



ფოტო გალერა
ინფორმაცია არ არის


გაქვთ შეკითხვა?

თქვენი სახელი / გვარი
თქვენი ელ. ფოსტა
შეკითხვა
უსაფრთხოების კოდი



კომენტარები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.