ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
10 დღიანი დასვენება კურორტ შოვში
კატეგორიები
10 დღიანი დასვენება კურორტ შოვში
კატეგორია: სამკურნალო ტურები
პერიოდი: ინფორმაცია არ არის
მდებარეობა: შოვი, რაჭა



ტურის ღირებულება


აღწერა

Travel in Georgia გთავაზობთ 10 დღიან  დასვენებას კურორტ შოვში.

მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის მიღება (დალევა), პასიური კლიმატოთერაპია.

სამკურნალო ჩვენებები: სასუნთქ ორგანოთა დაავადებები (ბრონქული ასთმა), ანემია, კუჭ-ნაწლავის, ნაღვლის და საშარდე გზების დაავადებები, ლიმფოდენიტი.

კურორტ შოვის მშენებლობა დაიწყო 1923 წელს და ოთხი წლის შემდეგ პირველ დამსვენებლებსაც გაუმასპინძლდა. ერთ წელიწადში შოვი უკვე საკმაო პოპულარობით სარგებლობდა, შემდგომში აქ 16 სახეობის მინერალური წყალიც აღმოაჩინეს. კურორტი მდებარეობს ზემო რაჭაში, მდინარე ჭანჭახის ნაპირზე.  

შოვი ზღვის დონიდან 1650 მეტრზე მდებარეობს და ამიტომ ალპურ კურორტებს მიეკუთვნება. ჩრდილოეთიდან მას კავკასიონის მაღალი მწვერვალები ესაზღვრება, რომელთა საშუალო სიმაღლე 4000 მ აღემატება. სამხრეთით, დასავლეთით და აღმოსავლეთით იკვეთება კავკასიონის ქედებით. ამგვარი განლაგება ტერიტორიას იცავს ჩრდილოეთის ცივი ქარებისაგან.

გთავაზობთ განთავსებას "სანსეტ შოვი”- ში, რომელიც მდებარებოს კურორტ შოვში და იგი წარმოადგენს ევროსტანდარტების შესაბამის პირველი სასტუმროს, ონის რაიონში, რაჭაში. კეთილმოწყობილი სასტუმრო, საუკეთესო პირობებს სთავაზობს, ოჯახით და მეგობრებთან ერთად დასვენების მოყვარულებს. სასტუმროში ფუნქციონირებს, როგორც სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრები, ასევე სუპერიორი, ლუქსი და დამოუკიდებლად მდგომი კოტეჯები,. 

„სანსეტ შოვის“ სამზარეულო გამოირჩევა უგემრიელესი კერძებით. თქვენი და თქვენი ოჯახის კვებაზე პროფესიონალი მზარეულები იზრუნებენ. ისინი ყოველდღიურად ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური პროდუქტებისგან დამზადებულ, სამჯერად კვებაზე გათვლილ მენიუს შემოგთავაზებენ.

სასტუმროში განთავსების ღირებულება განისაზღვრება სეზონების მიხედვით.

ძირითად ღირებულებაში შედის ტრანსფერი,  სასტუმროში განთავსება და სამჯერადი კვება.

მგზავრობა ხორციელდება კომფორტული ავტომობილებითჯიპით, მიკროავტობუსით, ან ავტობუსით.

რაჭის უზარმაზარი ტურისტული პოტენციალის გათვალისწინებითშესაძლებელია სხვა აქტივობების დამატემა: ღვინის დეგუსტაცია საოჯახო მარნებსა და ღვინის ქარხნებში, ჩურჩხელების ამოვლება, ჭაჭის გამოხდა, პურის ცხობა, შემოდგომით რთველში მონაწილეობა, გასტრონომიული მასტერკლასები, თევზაობა, საფეხმავლო ტურები, გასეირნება ცხენებით, სპორტულ აქტივობები და ა.შ.

ტურის ღირებულებისა და სხვა შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვწეროთ ქვემოთ მითითებული კითხვარის საშუალებით.



ფოტო გალერა

გადიდება
გადიდება
გადიდება
გადიდება
გადიდება
გადიდება
გადიდება
გადიდება
გადიდება
გადიდება
გადიდება
გადიდება
გადიდება
გადიდება
გადიდება


გაქვთ შეკითხვა?

თქვენი სახელი / გვარი
თქვენი ელ. ფოსტა
შეკითხვა
უსაფრთხოების კოდი



კომენტარები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.