მკურნალობის სახეობები: კლიმატოთერაპია, ტერენკური.
სამკურნალო ჩვენებები: ნერვული და გულ-სისხლ-ძარღვთა სისტემების დაავადებები, საერთო გადაღლა.
კურორტი გორდი მდებარეობს ხონის მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედის სამხრეთ კალთებზე, იმერეთის დასავლეთ ნაწილში.
მის ტერიტორიაზე უამრავი ლამაზი ადგილია, რომელთაგან თავისი უნიკალური ბუნებრივი პირობებით ჯერ
კიდევ XIX საუკუნეში სამეგრელოს დიდ თავადს, დავით დადიანს, სოფელი გორდი გამოურჩევია და იქ არქიტექტორ ლეონიდ ვასილიევის პროექტით ორი მშვენიერი საზაფხულო რეზიდენცია აუგია.
სასახლეების ირგვლივ ბაღი იტალიელმა მებაღემ იოსებ ბაბინმა გააშენა. ტყე-პარკში იყო საყდარი, აბანო, გრძელი ხეივნები, წყაროები და ხელოვნური ტბა, სადაც გედები დაცურავდნენ. დღეს მხოლოდ ერთ-ერთი სასახლის უსახურავო კარკასია შემორჩენილი.
1860-იან წლებში გორდს ეწვია რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე მეორე, რომელმაც სოფელს რკინის ხიდი აჩუქა. ჯანსაღი ჰავისა და შესანიშნავი ბუნების წყალობით გორდი გასულ საუკუნეში საქართველოს კლიმატური კურორტების ნუსხაში შევიდა.
გთავაზობთ განთავსებას, "ჩიქოვანების მამულში", რომელიც მდებარეობს კურორტ გორდში, მთების, ჩანჩქერებისა და კანიონების საოცარ ველურ ბუნებაში, სადაც თქვენ დატკბებით ულამაზესი მთებისა და ღამით ვარსკვლავებით მოჭედილი ცის თაღის ცქერით! აქ თქვენ დაგხვდებათ ოთხსართულიანი სასახლე, უზარმაზარი ეზო ასწლოვანი ხეებით, მყუდრო კეთილმოწყობილი ნომრები საუკეთესო ხედებით, დიდი და მცირე საკონფერენციო დარბაზი, საცურაო აუზი, საუნა, ბარი, რესტორანი, სპორტული მოედნები, საბილიარდო და საკალმახე.
ძირითად ღირებულებაში შედის ტრანსპორტირება, სასტუმროში განთავსება და სამჯერადი კვება.
მგზავრობა ხორციელდება კომფორტული ავტომობილებით, ჯიპით, მიკროავტობუსით, ან ავტობუსით.
იმერეთის უზარმაზარი ტურისტული პოტენციალის გათვალისწინებით, შესაძლებელია სხვა აქტივობების დამატემა: ღვინის დეგუსტაცია საოჯახო მარნებსა და ღვინის ქარხნებში, ჩურჩხელების ამოვლება, ჭაჭის გამოხდა, პურის ცხობა, შემოდგომით რთველში მონაწილეობა, გასტრონომიული მასტერკლასები, თევზაობა, საფეხმავლო ტურები, გასეირნება ცხენებით, სპორტულ აქტივობები და ა.შ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: დაბალი მთის ჰავა.
მკურნალობის სახეობები: კლიმატოთერაპია, ტერენკური.
სამკურნალო ჩვენებები: ნერვული და გულ-სისხლ-ძარღვთა სისტემების დაავადებები, საერთო გადაღლა.
ტურის ღირებულებისა და სხვა შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვწეროთ ქვემოთ მითითებული კითხვარის საშუალებით.