Travel in Georgia გთავაზობთ 10 დღიან დასვენებას კურორტ ანაკლიაში.
მკურნალობის სახეობები: თალასოთერაპია, ქვიშის აბაზანები.
სამკურნალო ჩვენებები: სუნთქვის ორგანოებისა და სასუნთქი გზების არატუბერკულოზური ხასიათის დაავადებები - ლიმფადენიტი, ბრონქიტი; გულ-სისხლძარღვთა, ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები, რკინადეფიციტური ანემია, ენდოკრინული სიმსუქნე და შაქრიანი დიაბეტის პროფილაქტიკა.
ანაკლია საკურორტო მნიშვნელობის ზონაში, აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, ზღვისპირა ზოლში მდებარეობს. მისი უნიკალური მიკროკლიმატი, ცხელი ჰავა და ნალექების ძალზე მცირე რაოდენობა დამსვენებლებსა და ტურისტებს ზაფხულის საუკეთესოდ გატარების შესაძლებლობას სთავაზობს..
დღეისათვის თანამედროვე ქალაქი ანაკლია, უკვე საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო ზღვისპირა მარგალიტს წარმოადგენს. განახლებული ინფრასტრუქტურა, ესპანელი არქიტექტორის მიერ დაპროექტებული ბულვარი, 540 მეტრიანი საფეხმავლო ხიდი ზღვაზე, სპორტული და გასართობი ობიექტები და რა თქმა უნდა საუკეთესო სასტუმროები _ ეს ის მცირე ჩამონათვალი გახლავთ, რომელიც თქვენს დასვენებას განუმეორებელსა და დაუვიწყარ ელფერს შესძენს.
გთავაზობთ განთავსებას სასტუმრო Palm Beach - ში, რომელიც მთელ ანაკლიის ტერიტორიაზე ერთ-ერთ საუკეთესო და ფეშენებელურ სასტუმროს წარმოადგენს. იგი გამორჩეულია როგორც ხელსაყრელი ადგილმდებარეობით ანაკლიის მთელს ზღვისპირა ზოლში, ასევე ორიგინალური თანამედროვე დიზაინითა და დახვეწული სტილით. სასტუმროს გააჩნია უმაღლეს დონეზე მოწყობილი 48 ნომერი. სტუმრებს საშუალება ეძლევათ თავისი არჩევანი შეაჩერონ როგორც ეკონომკლასის, ასევე ნახევრად ლუქსისა თუ ლუქსის ტიპის კეთილმოწყობილ ნომრებზე. სასტუმრო Palm Beach განკუთვნილი და მოსახერხებელია როგორც ოჯახური ტიპის დასვენებისათვის, ასევე კორპორატიული და საქმიანი ვიზიტებისათვის.
სასტუმროს გააჩნია:
-
ფიტნესს კლუბი, საუნა და გამაჯანსაღებელი კომპლექსი – ჯანსაღი დასვენების მოყვარულთათვის;
-
აუზი – რუჯის მოყვარულთათვის;
-
კეთილმოწყობილი საკონფერენციო დარბაზი – საქმიანი ვიზიტებისათვის, სემინარებისა და კონფერენციებისათვის;
-
დისკოთეკა – ენერგიული დასვენებისა და გართობისათვის;
-
ქართული და ევროპული სამზარეულო – გურმანებისათვის;
-
ბარი – ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების მოყვარულთათვის;
-
საბანკეტო და სადღესასწაულო დარბაზი 450 კაცზე – კორპორატიული წვეულებებისათვის.
სასტუმროში განთავსების ღირებულება განისაზღვრება სეზონების მიხედვით.
ძირითად ღირებულებაში შედის ტრანსფერი, სასტუმროში განთავსება და სამჯერადი კვება.
მგზავრობა ხორციელდება კომფორტული ავტომობილებით, ჯიპით, მიკროავტობუსით, ან ავტობუსით.
სამეგრელო ზემო - სვანეთის ტურისტული პოტენციალის გათვალისწინებით, შესაძლებელია სხვა აქტივობების დამატემა: ღვინის დეგუსტაცია, გასეირნებას ნავებით მდინარე ენგურისა და ზღვის შესართავთან, ეკო-ტურები, გასტრონომიული მასტერკლასები, თევზაობა, საფეხმავლო ტურები, გასეირნება ცხენებით, სპორტულ აქტივობები და ა.შ.
ტურის ღირებულებისა და სხვა შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვწეროთ ქვემოთ მითითებული კითხვარის საშუალებით.