ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სამთო-სათხილამურო კურორტი გუდაური
კატეგორიები
სამთო-სათხილამურო კურორტი გუდაური
კატეგორია: ზამთრის ტურები
პერიოდი: ინფორმაცია არ არის
მდებარეობა: საქართველო



ტურის ღირებულება


აღწერა

აქ შეგიძლიათ ისიამოვნოთ სხვადასხვა სამთო–სათხილამურო სპორტის სახეობებით, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით, როგორც მაღალი დონის სასტუმროებით, ასევე ხელმისაწვდომი ჰოსტელებითა და კვების ობიექტებით. კურორტი აღჭურვილია უამრავი სახის ინფრასტრუქტურით. ჩამოსულ სტუმარს  ფართო არჩევანი აქვს დასვენების და რელაქსაციისათვის. რესტორნები, სასტუმროები, სპა სალონები და  მთების ულამაზესი ხედები ნებისმიერ ტურისტზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს. მთის მოყვარულებს გუდაური სთავაზობს 5 საბაგიროს და უამრავ სათხილამურო ტრასას. ტურისტების დიდ მოწონებას ექსტრემალური სპორტის სახეობები : FREERIDE და HELI-SKIING იმსახურებს. 

ტურის ხანგრძლივობაა 6 ღამე/ 7 დღე. იგი განეკუთვნება კატეგორიას “ზამთრის ტურები”. ტურის მონაწილეებს საშუალება ექნებათ ეწვიონ კურორტს, ისრიალონ თხილამურებზე, დატკბნენ ზამთრის ბუნების განუმეორებელი პეიზაჟებით, ღამე გაათენონ საოჯახო ტიპის კომფორტაბელურ სასტუმროში. ტურში გათვალისწინებულია ორჯერადი კვება. ტური იდეალურია განტვირთვისა და აქტიური დასვენებისათვის.

მარშრუტი: თბილისი – გუდაური – თბილისი;

ტურის სახეობა: სათხილამურო,  ექსტრემალური;

სატრანსპორტო საშუალება: მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალება (ჯიპი, მინივენი)

კვება: სასტუმროში ( ორჯერადი )

განთავსება: სასტუმროში

ტურის ხანგძლიობა: 7 დღე/ 6 ღამე

მანძილი: ერთი მიმართულებით 120 კმ.

მგზავრობის სავარაუდო ხანგძლივობა:  2სთ.

ტური მოიცავს:

  • ტრანსფერი

  • ტრანსპორტირება – თბილისი – გუდაური – თბილისი

  • განთავსება

  • კვება (ორჯერადი)

  • გაცნობითი ექსკურსია გუდაურში

  • ერთჯერადი უფასო გაკვეთილი ინსტრუქტორისგან თხილამურებით სრიალის მსურველთათვის

  • დაზღვევა

დამატებითი ინფორმაცია

  • საბაგირო მუშაობს 10:00 – 17:00 საათებში

  • ჯგუფის მინიმალური და მაქსიმალური რაოდენობა შეზღუდული არ არის.

  • ტურის გამართვის ყველაზე აქტუალური პერიოდი: დეკემბრიდან თებერვლის ჩათვლით.

საჭირო აღჭურვილობა

  • მოსახერხებელი სპორტული, წყალგაუმტარი ფეხსაცმელი და შარვალი;

  • წყალგაუმტარი თბილი ქურთუკი, ქუდი და ხელთათმანები;

  • მზისგან თავდაცვის საშუალებები: მუქი სათვალე, მზის დამწვრობისგან დამცავი გელი.

ტურის საფასურში გათვალისწინებული არ არის:      

  • თხილამურებზე სრიალისათვის საჭირო აღჭურვილობა; (მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია აღჭურვილობის წინასწარ დაკვეთა)

  • საბაგირო გზების საფასური;

დაჯავშნეთ თქვენი სათხილამურო დასვენება კურორტ ბაკურიანში ახლავე, რათა დარწმუნდეთ, რომ არ გამოტოვებთ მას. შესაძლებელია ტურის როგორც ხანგძლივობის, ასევე მარშრუტის და მომსახურებების ჩამონათვალის ცვლილება ინდივიდუალური მოლაპარაკების საფუძველზე, რაც გავლენას იქონიებს ტურის ღირებულებაზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის  და ტურის დასაჯავშნათ დაგვიკავშირდით



ფოტო გალერა

გადიდება
გადიდება
გადიდება
გადიდება


გაქვთ შეკითხვა?

თქვენი სახელი / გვარი
თქვენი ელ. ფოსტა
შეკითხვა
უსაფრთხოების კოდი



კომენტარები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.