ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სამი დღიანი ტური რაჭაში
კატეგორიები
სამი დღიანი ტური რაჭაში
კატეგორია: კულტურული ტური
პერიოდი: ინფორმაცია არ არის
მდებარეობა: საქართველო



ტურის ღირებულება


აღწერა

სამდღიანი  სათავგადასავლო – შემეცნებითი ტური რაჭაში.რაჭა – საქართველოს ისტორიულ – გეოგრაფიული მხარე, მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე რიონისა და მისი შენაკადების ხეობაში.

მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია: ხოტევის ციხეკვარაციხე. რაჭის ბუნება კი წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე, რომლის მთათა კალთები შემოსილია ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყით, ხოლო აღმოსავლეთ ნაწილში სუბალპური და ალპური მდელოებია.

ტურის განრიგი

დღე 1 –  გამგზავრება რაჭის მიმართულებით –  ცხრაჯვარის ქედი – ნაქერალას უღელტეხილი  –  მდ. შაორის ხეობა და ტბა –  ნიკორწმინდა – ჭელიშის უდაბნოს მონასტერი – ხოტევი   – ღამისთევა  ამბროლაურში კარვებში/ჰოსტელში

ცხრაჯვარის ქედიდან  და  ნაქერალას უღელტეხილიდან  იშლება ულამაზესი ხედები. მოწმენდილ  ამინდში კი , შორს ჰორიზონტზე მოჩანს  კავკასიონის და რაჭის ქედის თოვლიან მწვერვალები , გზა სულ ტყიანი ბორცვებითაა გარშემორტყმული და საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. შაორის ტბა – რაჭა-ლეჩხუმში მდებარეობს. ტბა ხელოვნურია, მთის მდინარეს წააგავს და მოთავსებულია შაორის ქვაბულში, ზღვის დონიდან 1105 მეტრზე.  ქვაბულს საკუთარი კლიმატი აქვს და რაც არ უნდა ცხელოდეს აქ ყოველთვის საკმაოდ გრილა. მიუხედავად იმასა, რომ ტბიდან კილომეტრის მოშორებით ტემპერატურა შესაძლოა +30 იყოს.  ნიკორწმინდის – გუმბათოვანი ტაძარი ეროვნული ხუროთმოძღვრების შედევრია. აგებულია XI საუკუნის დასაწყისში, 1010-1014 წლებში. ეს ის პერიოდია, როცა დიდი ყურადღება ექცეოდა ფასადების დეკორაციულ გაფორმებას. სწორედ ამ მხრივ ნიკორწმინდის დეკორი ქართული მონუმენტური პლასტიკის მიღწევაა. ძეგლს არსებობის განმავლობაში დიდი ცვლილებები არ განუცდია. ეს კი იშვიათი შემთხვევაა. ტაძრის გუმბათი პირვანდელი სახითაა შემორჩენილი. ჭელიში – შუა საუკუნეების მონასტერი დასავლეთ საქართველოში, რაჭაში. შემორჩენილია ეკლესიის ნანგრევები და ორსართულიანი სამრეკლო. ჭელიში წყაროებში პირველად XI საუკუნეში იხსენიება. მონასტერი ტყეში, მდინარის პირას მდებარეობს. ხოტევი – სოფელია რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1000 მეტრში. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XI ს . ის იმერეთისა და ქვემო რაჭის დამაკავშირებელ გზაზე მდებარეობის გამო წარმოადგენდა დაწინაურებულ სავაჭრო პუნქტს. აქვე მდებარეობს ხოტევის ციხე და ეკლესია. ციხე ორსართულიანი იყო რომელიც ძალზე მტკიცე და ძნელად ასაღები ყოფილა. ციხის ნაწილი  ამჟამად დანგრეულია. შემორჩენილ ნაწილს აქვს სათოფურები,ხოტევის მთავარანგელოზის ეკლესია — XVII საუკუნეის ეკლესია მოქმედია და მიეკუთვნება ნიკორწმინდის ეპარქიას. ეკლესია პირდაპირ გაჰყურებს ხოტევის ციხეს.

დღე  2  – სხვავას საყინულე – ბარაკონი –  ღამისთევა ონში კარვებში/ ჰოსტელში

სხვავას საყინულე – ბუნებრივი გამოქვაბული სოფ. შუასხვავის (ამბროლაურის რაიონი) სამხრეთით (4კმ–ზე) ზ.დ 1310 მ–ზე. გამომუშავებულია ქვედა ცარცულ კირქვებში. საყინულეში არის საუკუნოვანი ყინულის სვეტები, კასკადები. ჰაერის ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში 0 გრადუსზე დაბალია. მყინვარს აქ მღვიმის ბოლოში ჩასული თოვლი წარმოშობს. ადგილობრივი მოსახლეობა, სამედიცინო საჭიროებისთვის უხსოვარი დროიდან იყენებს აქაურ ყინულს.  ბარაკონი – ძველი ქართული გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უკანასკნელი მნიშვნელოვანი ძეგლი რაჭაში, ბარაკონი მდინარეების, ლუხუნისა და რიონის შესართავთან მდებარეობს, რის გამოც მას სვეტიცხოველს ადარებენ. ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ტიპისაა და მე-18 საუკუნით თარიღდება.

დღე  3 –  კურორტი უწერა – კურორტი შოვი – დაბრუნება თბილისში;

უწერა – კურორტი ონში. ზღვის დონიდან 1050 მეტრზე. ონიდან 10 კილომეტრში, მდიდარია მინერალური წყლებით. კურორტის ტერიტორიაზე არის წმინდა მარიამის ეკლესია X-XIს. ეკლესიის აღდგენა მოხდა 1992 2002წ-ში.

შოვი – გამგზავრება , მინერალური წყლების ნახვა. შოვი მდებარეობს ზღვის დონიდან 1520 მეტრზე და ონიდან დაშორებულია 30 კილომეტრით. მინერალური წყლები მდიდარია ნატრიუმით. კალციუმით, ჰიდრო -კარბონატებით. მამისონის ბილიკი მდებარეობს კავკასიონის მთავარ ზონაზე. მდინარე არდონსა და მდინარე ჩანჩახზე. სიგრძე 2619 მეტრი. სუბ-ალპურ და ალპურ ზონაში.

 

ტურის სახეობა:   სათავგადასავლო – შემეცნებითი:

მარშრუტი:   ქ. თბილისი –   ქ. ამბროლაური – ქ. ონი – ქ.  მცხეთა – ქ. თბილისი

ხანგრძლივობა:  2 ღამე / 3დღე; 

სატრანსპორტო საშუალება:  მიკროავტობუსი

განთავსება:  ჰოსტელი / კარავი;

ფასში შედის

  • ტრანსპორტირება   პროგრამის   მიხედვით

  • ინსტრუქტორი/სამთო გამყოლი 

  • წარმომადგენელი კომპანიიდან

  • განთავსება –  ჰოსტელში

  • პირველადი სამედიცინო დახმარება:

  • ფოტო და ვიდეო გადაღება.

  • კვება

  •  სალაშქრო ეკიპირება და აღჭურვილობა;  (მოთხოვნის შემთხვევაში)

    ფასში არ შედის:

     

  • სამგზავრო დაზღვევა;

  • ლანჩი და სადილი

  • ალკოჰოლური სასმელები;

  • მუზეუმებში შესვლის საფასური;

დაწვრილებით ინფორმაციას  და ფასებს  ტურის  შესახებ  მოგაწვდით მოთხოვნის შესაბამისად.



ფოტო გალერა

გადიდება
გადიდება
გადიდება


გაქვთ შეკითხვა?

თქვენი სახელი / გვარი
თქვენი ელ. ფოსტა
შეკითხვა
უსაფრთხოების კოდი



კომენტარები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.