ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
კულტურულ – შემეცნებითი ტური
კატეგორიები
კულტურულ – შემეცნებითი ტური
კატეგორია: კულტურული ტური
პერიოდი: ინფორმაცია არ არის
მდებარეობა: საქართველო



ტურის ღირებულება


აღწერა

ეწვიეთ  საქართველოს! დატკბით მისი ულამაზესი ბუნებით, გაეცანი უძველეს და უმდიდრეს ტრადიციებსა და კულტურას, მოინახულე ქვეყნის ულამაზესი ქალაქები, შეიტყვეთ უამრავი რამ ქართული მრავალფეროვანი სამზარეულოსა და ტრადიციული ღვინის დამზადების შესახებ.

თუ ჯერ კიდევ არ ყოფილხართ საქართველოში, არ გსმენიათ მისი მრავალფეროვნების შესახებ, მაშინ აუცილებლად უნდა ჩაალაგოთ ჩანთა,  შემოგვიერთდეთ და ერთად ვიმოგზაუროთ საქართველოში!

 ტურის განრიგი

დღე  1  –  ჩამოსვლა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც დაგხვდებათ კომპანიის წარმომადგენელი. განთავსება სასტუმროში, გასეირნება ძველ თბილისში. ღამისთევა  ქ. თბილისში;

დღე   2 – თბილისი: საუზმე სასტუმროში – ეროვნული მუზეუმი –  ეთნოგრაფიული მუზეუმი – ძველი თბილისის უბანი (ანჩისხატი,სიონი,მეტეხი,გოგირდის აბანოები, აბანოთუბანი, ბოტანიკური ბაღი.ნარიყალა. მთაწმინდა. სამება) – ღამისთევა  ქ. თბილისში;

  • თბილისი საქართველოს დედაქალაქი,ქვეყნის კულტურული ცენტრი, ტრადიციული და თანამედროვე არქიტექტურით, უამრავი თვალწარმტაცი ხედები. მის ღირსშესანიშნაობათა შორისაა ეკლესიები, მუზეუმები, გოგირდის აბანოები,ვიწრო ქუჩები ჩუქურთმიანი ხის აივნებით, ქალაქის ევროპული და მრავალსაუკუნოვანი ისტურიული ნაწილი რომელსაც აღტაცებაში მოყავს უმრავალი ტურისტი;

დღე    3  – დედოფლისყარო: საუზმე სასტუმროში –  დავითგარეჯი –  ხირსის მონასტერი – ელიას მთა – ხორნაბუჯის ციხე – სიღნაღი- ბოდბის წმ. ნინოს მონასტერი;  ღამისთევა ქ. სიღნაღში.

  • დავით გარეჯი – საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრი და კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსია. იგი მუდმივად ანცვიფრებს მნახველს სამშენებლო ხელოვნებისა და ფერწერის მაღალი მხატვრული ღირებულებით. მონასტერი VI საუკუნეში დააარსა 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა – წმინდა დავით გარეჯელმა. 1616 წლის აღდგომის ღამეს სპარსეთის მეფე შაჰ-აბასმა აქ 6000 ბერი აწამა.

  • ხირსის მონასტერი – მონასტერი VI საუკუნეში დააარსა ღირსმა სტეფანემ (552-557წ.წ.), რომლის წმინდა ნაწილებიც ამავე მონასტერში განისვენებენ.

  • წმ. ელიას მთა რომლის კირქვიან კლდეზე, 45 მეტრის სიმაღლეზე აშენებულია ტაძარი. ტაძრიდან აღმოსავლეთით უმშვენიერესი ხედები მოჩანს;

  • ხორნაბუჯის ციხე – უძველესი VI საუკუნეში ციცაბო კლდეზე აშენებული  ციხესიმაგრეა , აქედან ხელისგულივით მოსჩანს ულამაზესი  ალაზნის  ველი და აღმოსავლეთ კავკასიონის დათოვლილი მთები;

  • ბოდბის მონასტერს გამორჩეული ადგილი უკავია საქართველოს სულიერ ცხოვრებაში. აქ განისვენებს ქართველთა განმანათლებელი წმინდა ნინო. წმინდა ნინოს საფლავი მადლისა და კურნების წყაროა. XVII საუკუნიდან აქ მოქმედებდა სასულიერო სასწავლებელი, რომელშიც გარდა საღვთისმეტყველო საგნებისა, საერო მეცნიერებებიც ისწავლებოდა. აქვე იყო ერთ-ერთი უმდიდრესი წიგნთსაცავი;

  • სიღნაღი – საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი, რომელის მომხიბვლელობას განაპირობებს, როგორც მისი დროთა განმავლობაში ჩამოყალიბებული ხურორთმოძღვრული სახე, ისე ბუნებრივი მდებარეობა.დღეს სიღნაღს ქალაქ-მუზეუმსაც უწოდებენ. ქალაქიდან იშლება არაჩვეულებრივი ხედი ალაზნის ველსა და კავკასიონის მთებზე;

დღე 4  – ყვარელი:  საუზმე სასტუმროში – ალ.ჭავჭავაძის (წინანდლის) სახლ-მუზეუმი – ღვინის მარანი „გვირაბში“- ნეკრესი – გრემი –  ქ. თელავის  დათვალიერება; ღამისთევა ქალაქ თელავში;

  • ალ. ჭავწავაძის სახლ- მუზეუმი განთავსებულია ცნობილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწისალ. ჭავჭავაძის სასახლეში.სადაც თავმოყრილია როგორც მისი შემოქმედების, ასევე  თანადროული ეპოქის მასალები , სხვადასხვა სახის გამოცემები. XVIII -საუკუნის ხელნაწერები, ფოტოები, ფერწერისა და ლითოგრაფიის ნიმუშები, აქვეა დეკორატიული პარკი,რომელსაც  18 ჰა. უჭირავს. პარკში უნიკალურ სუბტროპიკულ, სამკურნალო მცენარეებთან ერთად გვხვდება ეგზოტიკური  მცენარეებიც. აქვეა საქართველოში ერთ-ერთი პირველი მარანი, სადაც დაცულია უნიკალური ენოთეკა (სხვადასხვა ქვეყანაში ჩამოსხმული 16 500-მდე ბოთლი ღვინო).

  • ნეკრესი – მდებარეობს კავკასიონის ქედის განშტოებაზე. მონასტრის ისტორიული მნიშვნელობა რამდენიმე ფაქტორით განისაზღვრება:ერთი მხრივ სწორედ აქ იქნა აგებული ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული სამლოცველო საქართველოს ტერიტორიაზე (IV საუკუნის III მეოთხედში); მეორე მხრივ კი, უკვე VI საუკუნის მეორე ნახევარში აქ დიდად მნიშვნელოვანი კულტურული კერა გაჩნდა;

  • გრემი – ციხე-ქალაქი აშენებულია მდინარის მარჯვენა სანაპიროზე, XVII საუკუნეში გრემი კახეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ძლიერი ციხე-ქალაქი იყო. ამ ადგილიდან მთელი გრემი მოჩანს.

  • თელავი – საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი, რომელის მომხიბვლელობას განაპირობებს, როგორც მისი დროთა განმავლობაში ჩამოყალიბებული ხურორთმოძღვრული სახე, ისე ბუნებრივი მდებარეობა. ქალაქიდან იშლება არაჩვეულებრივი ხედი ალაზნის ველსა და კავკასიონის მთებზე;

დღე  5 – თელავი:  საუზმე სასტუმროში – ალავერდი – იყალთო – ძველი და ახალი შუამთა –  ღამისთევა თბილისში;

  • ალავერდის მონასტერი – „ალავერდი“ თურქულ-არაბული წარმოშობის სიტყვაა და „ღვთისგან ნაბოძებს“ ნიშნავს. დღეს არსებული ალავერდის მონასტერი XI ს-ის პირველ მეოთხედში აშენდა და მნიშვნელოვან სამონასტრო ცენტრად ჩამოყალიბდა. ტაძარი ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში (41,7×26,4, სიმაღლე 50 მ-მდე).

  • ახალი შუამთის ტაძარი XVI საუკუნით თარიღდება. მაღალი გალავნის შიგნით აღმართულია კარგად შემონახული ჯვროვან-გუმბათოვანი ეკლესია XVI ს-ის, მრავალსართულიანი სამრეკლო, საცხოვრებელი სახლები, სათავსოები და სხვა ნაგებობები.

  • იყალთო – იყალთოს სამონასტრო კომპლექსი დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამათაგანმა ზენონმა VI საუკუნეში. გადმოცემის თანახმად, არსენ იყალთოელს (XI-XII საუკუნეები) აქ აკადემია დაუარსებია. ჩვენამდე მოღწეულია აქაური ხელნაწერები, რომლებიც შედარებით გვიანდელი ხანისაა. მონასტრის ტერიტორიაზე შემოჩერნილია 3 ეკლესია და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები, აკადემიისა და სატრაპეზოს ნანგრევები;

დღე   6  – მცხეთა:  ­საუზმე სასტუმროში – სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი –  სამთავროს დედათა მონასტერი – გასეირნება  მცხეთის ქუჩებში – ჯვრის მონასტერი  – ანანური – სტეფანწმინდა;  ღამისთევა სტეფანწმინდაში.

  • სვეტიცხოველი – ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში. იგი საუკუნეთა მანძილზე ქრისტიანული საქართველოს სარწმუნოებრივ ცენტრს წარმოადგენდა.ჯერ კიდევ IV საუკუნეში გაქრისტიანებულმა მირიან მეფემ  წმინდა ნინოს რჩევით აქ პირველი ეკლესია ააშენა.

  • სამთავროს დედათა მონასტერი – XI საუკუნის პირველი ნახევრის საეპისკოპოსო ტაძარია მცხეთაში. კომპლექსიდან ჩვენამდე მოაღწია დიდმა ტაძარმა, წმ.ნინოს ეკლესიამ, სამრეკლომ, გალავნის ნაწილმა, კოშკმა და მოგვიანებით აგებულმა საცხოვრებელმა და სასამსახურო შენობებმა;

  • მცხეთა – გამოცხადებულია ქალაქ-მუზეუმად და იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.მისი ულამაზესი ქუჩები და შენობა ნაგებობები უამრავი ტურისტის განცვიფრებას იწვევს;

  • მცხეთის ჯვრის – ტაძარი საქართველოში ჯვარგუმბათოვანი არქიტექტურის პირველი და საუკეთესო ნიმუშია, რომელიც არაგვს გაღმიდან მცხეთას დაჰყურებს. იგი მოხდენილადაა შერწყმული არაგვისა და მტკვრის ხეობების პეიზაჟთან.

  • ანანური – ანანურის ხუროთმოძღვრული ანსამბლი საქართველოს გვიანფეოდალური ხანის ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლია. ანანურის ანსამბლის უმთავრესი არქიტექტურული ნაგებობა დიდი გუმბათიანი ტაძარია. სამხრეთ კედლის წარწერიდან ჩანს, რომ ტაძარი 1689 წელში არის აგებული. ტაძარს გარშემო ციხე- გალავანი არტყამს რომელიც ჩრდილოეთიდან დარიალის ხეობით მომავალ გზას კეტავს.

დღე  7  – საუზმე სასტუმროში –  სნოს ციხე – გერგეტის სამება – დარიალის ხეობა – გველეთის  ჩანჩქერი – დაბრუნება და ღამისთევა თბილისში;

  • სნოს ციხე  ქართულსიმაგრეთა შორის სნოს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.  მას აქვს ფორტიფიკაციული  ნაგებობისათვის დამახასიათებელი ყველა ელემენტი და ამავე დროს მხატვრულად შესანიშნავადაა გადაწყვეტილი.სიმაგრე აგებულია მდინარე სნოს წყლის მარჯვენა ნაპირას განცალკევებით მდგარ კლდოვან გორაზე.   

  • გერგეტის სამება – ლანდშაფტთან შერწყმით და მიმზიდველი კომპოზიციით საქართველოს ძველი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი სიამაყეა.  ტაძრისა და სამრეკლოსათვის თერგის ხეობაში ისეთი მაღალი მთაა შერჩეული,რომელსაც ფონად მყინვარწვერი აქვს. ამ თეთრ ფონზე ნაგებობათა სილუეტები კარგადაა გამოკვეთილი.

  • დარიალის ხეობა – კლდოვანი სამოთხე, ბუნების კიდევ ერთი საოცრება.  მნახველს ყოველთვის  მოუნდება მისი ხელმეორედ მონახულება, ცამდე აწვდილი, ნისლში გახვეული მწვერვალები, 1000 მ სიღრმეზე ჩაჭრილი ხეობა დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე;

  • გველეთის ჩანჩქერი – საქართველოში ერთ-ერთ მაღალ ჩანჩქერად ითვლება,საინტერესო, გამორჩეული და ულამაზესი ადგილი სადაც შეგიძლია დაისვენო და დატკბე მშვენიერი ხედებით;

დღე   8  –  საუზმე სასტუმროში – სასტუმროს ნომრის განთავისუფლება – თავისუფალი დრო –   ტრანსფერი აეროპორტში. გამგზავრება  თბილისიდან;

 ტურის სახეობა:   კულტურულ – შემეცნებითი ;

მარშრუტი: მარშრუტი: თბილისი-დედოფლისწყარო-სიღნაღი-ყვარელი-თელავი-მცხეთა-ყაზბეგი-თბილისი ;

ხანგრძლივობა:  7 ღამე / 8 დღე;  ტურის ხანგძლივობა შეესაბამება თქვენი ჩამოსვლისა და  გამგზავრების რეისებს;

სატრანსპორტო საშუალება:  ევრო კლასის  სატრანსპორტო საშუალება;

განთავსება:   3 * სასტუმრო / საოჯახო ტიპის სასტუმრო ;

ფასში შედის:

  • ტრანსფერი – აეროპორტი-სასტუმრო-აეროპორტი;

  • ტრანსპორტირება პროგრამის მიხედვით – ევრო კლასის მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალება;

  • გიდი – სამთო გამყოლი – რუსულ / ინგლისურ ენოვანი;

    განთავსება:

  • 4 x ღამისთევა თბილისის სასტუმროში;

  • 1 x ღამისთევა სიღნაღის სასტუმროში;

  • 1 x ღამისთევა თელავის სასტუმროში;

  • 1 x ღამისთევა სტეფანწმინდის სასტუმროში;

  • კვება:  საუზმე სასტუმროში;

  • პირველადი სამედიცინო დახმარება:

  • ფოტო და ვიდეო გადაღება, სამახსოვრო დისკი;

  • 1.5 ლიტრი მინერალური წყალი დღის განმავლობაში

ფასში არ შედის:

  • ფრენა, ავია ბილეთები;

  • სამგზავრო დაზღვევა;

  • ლანჩი და სადილი ;

  • ალკოჰოლური სასმელები;

  • მუზეუმის ბილეთები;

დაწვრილებით ინფორმაციას  და ფასებს  ტურის  შესახებ  მოგაწვდით მოთხოვნის შესაბამისად.



ფოტო გალერა

გადიდება
გადიდება
გადიდება


გაქვთ შეკითხვა?

თქვენი სახელი / გვარი
თქვენი ელ. ფოსტა
შეკითხვა
უსაფრთხოების კოდი



კომენტარები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.