ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ტური ჰერეთში (საინგილოში)
კატეგორიები
ტური ჰერეთში (საინგილოში)
კატეგორია: სათავგადასავლო ტურები
პერიოდი: ინფორმაცია არ არის
მდებარეობა: საქართველო



ტურის ღირებულება


აღწერა

“Travel in Georgia” გთავაზობთ ორდღიან ტურს, ქვეყნის „რკინის ჭიშკრად“ წოდებულ ისტორიულ ჰერეთში/საინგილოში, რომელიც ამჟამად აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვრებშია მოქცეული. საექპედიციო ტურის განმავლობაში საშუალებაა გვექნება მოვინახულოთ და მოვილოცოთ საქართველოს საზღვრებს გარეთ დარჩენილი ქრისტიანული ტაძრები, დავათვალიეროთ უძველესი ქართული ისტორიული და კულტურული ძეგლები,გავეცნოთ ადგილობრივ ქართველებსა და მათ მიერ დღემდე შემონახულ ტრადიციებს, დავესწროთ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს, დავტკბეთ ულამაზესი ბუნებით და პანორამული ხედებით. 

მოსანახულებელი ადგილები:
• კავკასიის დიდი კედელი
• ალიბეგლოს წმ. ნინოს ეკლესიის მოლოცვა
• კახის სამაროვანი
• კახის წმინდა გიორგის ეკლესია
• ქურმუხის წმ. გიორგის ეკლესიის მოლოცვა
• დღესასწაულზე დავესწრებით სხვადასხვა სახი
• ქ. კახის დათვალიერება
• სამაროვანი
• ლექართის მონასტრები
• მრგვალი ტაძარი და მის გარშემო არსებული სალოცავები
• თამარის ხიდი
• სოსლანის ხიდი
• ჰერეთის ულამაზეს პანორამულ ხედებს

ტურს უმასპინძლებს ჩვენი მეგობარი, ბევრისათვის საყვარელი პოეტი ზაზა სუყაშვილი, რომელიც წარმოშობით ჰერელია და ექსპედიციის განმავლობაში თავად გაგვაცნობს ჰერეთის კულტურასა და ისტორიას . დეტალურად იქნება აღწერილი თითოეული ისტორიული ძეგლი, რასაც მოვინახულებთ.
გამოიყენეთ უნიკალური შანსი, მოინახულე ჰერეთის ისტორიულ-კულტურული ძეგლები და აღმოაჩინეთ თქვენთვის უცნობი ადგილები.

ტურის სახეობა: ექსპედიცია ( სათავგადასავლო შემეცნებითი)
მარშრუტი: ქ. თბილისი – ქ.ლაგოდეხი – ქ.ზაქათალა – ქ. კახი – ქ. თბილისი.
ხანგრძლივობა: 1 ღამე / 2 დღე;
სატრანსპორტო საშუალება: კომფორტული მიკრო ავტობუსი.
განთავსება: საოჯახო ტიპის სასტუმრო / კარავი

ფასში შედის:
• ტრანსპორტირება პროგრამის მიხედვით
• გიდი
• სამთოგამყოლი
• განთავსება
• coffee break.
• კვება: მწვადი, შოთი და კახური ღვინო
• პირველადი სამედიცინო დახმარება:
• ფოტო გადაღება.

უცილებლად გასათვალისწინებელი საკითხები :

– კვება ინდივიდუალურია.შესაძლებელია იქაც შევიძინოთ.
– საინგილო მდებარეობს დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ამიტომ საზღვარზე გადასვლა ხდება მხოლოდ საზღვარგარეთის პასპორტით. ( ID ბარათი არ მოქმედებს.)
– საერთაშორისო პასპორტში რამდენიმეჯერ სომხეთის საზღვრის გადაკვეთის დაფიქსირების შემთხვევაში, შესაძლებელია შეიქმნას საზღვარზე პრობლემა (რაზეც სააგენტო იხსნის პასუხისმგებლობას).
– საზღვარზე შესაძლოა არ გადაგვატანინო წიგნები, ხატები,სანთლები, ალკოჰოლური სასმელი, ცივი იარაღი.
– ტურის დაჯავშნის ბოლო ვადაა 1 მაისი.
– ჩარიცხული თანხა, ტურის დაწყებამდე 4 დღით ადრე უკან აღარ ბრუნდება .
– ჩაცმულობა კომფორტული, სპორტული.
– თან იქონიეთ გამოსაცვლელი ტანსაცმელი.
ფეხსაცმელი,ჯოხი,სათვალე და წყალი.
– ტური ჩატარდება ამინდის მიუხედავად .
– ორგანიზატორის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ვიხსნით პასუხისმგებლობას.
– შეკრების ადგილას არ ვაგვიანებთ.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.



ფოტო გალერა

გადიდება
გადიდება
გადიდება


გაქვთ შეკითხვა?

თქვენი სახელი / გვარი
თქვენი ელ. ფოსტა
შეკითხვა
უსაფრთხოების კოდი



კომენტარები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.