ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
მარტვილის კანიონი – ერთ დღიანი სათავგადასავლო ტური
კატეგორიები
მარტვილის კანიონი – ერთ დღიანი სათავგადასავლო ტური
კატეგორია: სათავგადასავლო ტურები
პერიოდი: ინფორმაცია არ არის
მდებარეობა: საქართველო



ტურის ღირებულება


აღწერა

შთაბეჭდილებებით აღსავსე მოგზაურობა ულამაზეს მარტბილის კანიონებზე. სამეგრელო-დასავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. ეს არის მდინარე რიონს, ცხენისწყალს, ენგურსა და შავ ზღვას შორის მოქცეული ტერიტორია. სახელწოდება მომდინარეობს ისტორიული მხარის ეგრისის სახელიდან.სამეგრელო მდიდარია ნივთიერი კულტურის ძეგლებით და აქ თითქმის ყველა რაიონში დაცულია ციხე-კოშკები, ეკლესია-მონასტრები, ძველი ტიპის სადგომები და სხვა.აქაური ციხე-კოშკები აგებულია სტრატეგიულად და გეოგრაფიულად მნიშვნელოვან პუნქტებში, უმეტეს შემთხვევაში, მდინარის პირას, რომლის მიმართებით გადიოდა სამხედრო თუ სავაჭრო მნიშვნელობის გზა.რომელთა უმეტესი მათგანი დღემდე  შემორჩენილი.

 სანახავი  ობიექტები:

·         მარტვილის კანიონი (ოფუცხოლე) – დადიანების საბანაო ადგილი

·         ნავებით გასეირნება

·         დადიანებისსასახლე

·         სოფელი სალხინო – ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია XVIII ს.

·         ისტორიული მარანი

·         ულამაზესი ხეივანი სოფელ სალხინოში

მარტვილის კანიონი – ბუნების ძეგლი წარმოადგენს კანიონისებურად გაჭრილ ხეობას, რომლის სიგრძე 2400 მეტრია. კანიონში ორ ადგილას არის შენახული კირქვის ბუნებრივი ხიდები, რაც იმის მანიშნებელია, რომ აქ ოდესღაც კარსტული მღვიმე ჩამოიშალა. გარდა ამისა, კანიონის შუა წელში წარმოიშობა 12-15 მ სიმაღლის ვარდნის მცირე ჩანჩქერები და განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა. კანიონის მიმდებარე ტერიტორიაზე სულ ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა დინოზავრის ნაკვალევი აღმოაჩინეს დადიანების სასახლე – ერთ-ერთი საქართველოს განძია. ოდესღეც იგი ემსახურებოდა დადიანების გვარის წარმომადგენლებს, რომლებიც  განათლებული, მრავალმხრივად განვითარებული და ფართო ინტერესების პირები იყვნენ. დადიანების სასახლე დღეისათვის წარმოადგენს ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს რომელშიც სტუმრებისათვის წარმოდგენილია უნიკალური და ფასდაუდებელი კულტურულ-ისტორიული ძეგლები. მუზეუმის კოლექცია სულ მოიცავს 41000 ნამუშევარს, მათ შორის უძველეს ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის სასწაულმოქმედ ხატს.

ტურის დეტალები:

ტურის სახეობა: სათავგადასავლო – შემეცნებითი

მარშრუტი: თბილისი – მარტვილი – თბილისი

ტურის სირთულე:  მარტივი

ფეხით გასავლელი მანძილი:საერთო ჯამში  5 კილომეტრი

სატრანსპორტო საშუალება: კომფორტული მიკროავტობუსი

ხანგრძლივობა: 1 დღე

ფასში შედის:

·         ტრანსპორტირება

·         გამყოლი (კომპანიის წარმომადგენელი) 

·         პირველადიდახმარება (საჭიროების შემთხვევაში) 

·         სამწვადე და შოთი (დანარჩენი საკვები ყველას მოგვაქვს ინდივიდუალურად.)

·         ინტელექტუალური გასართობი თამაშები

გასათვალისწინებელი საკითხები :

·         შეკრების ადგილას არ ვაგვიანებთ.

·         მარტვილის კანიონში შესვლა და ნავებით გასეირნება ფასიანია

·         მარტვილის კანიონზე შესვლი სღირებულება:სკოლის მოსწავლეებისათვის და სტუდენტებისათვის – 3 ლარი.ზრდასრული ადამიანისტვის  – 5  ლარი

·         ნავებისდაქირავება (10 ლარი)

·         დადიანების სასახლეში შესასვლელი ბილეთი (ზრდაზრულისტვის 2ლ, სტუდენტებისათვის -1ლ)

·         თან იქონიეთ პირადობის მოწმობა

·         ჩაცმულობა კომფორტული (სპორტული).

·         თან იქონიეთ თბილი მოსაცმელი,სალაშქრო ფეხსაცმელი,ჯოხი,სათვალე და წყალი.

·         ტური ჩატარდება ამინდის მიუხედავად .

·         ორგანიზატორის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ვიხსნით პასუხისმგებლობას.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.



ფოტო გალერა

გადიდება
გადიდება
გადიდება


გაქვთ შეკითხვა?

თქვენი სახელი / გვარი
თქვენი ელ. ფოსტა
შეკითხვა
უსაფრთხოების კოდი



კომენტარები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.