ერთ დღიანი ტური ყაზბეგში იმოგზაურეთ კავკასიის კარიბჭედ წოდებულ დარიალის ხეობაში. აღმოაჩინეთ თქვენთვის უცნობი ადგილები, მოინახულთ საკუთარი ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული და ულამაზესი ისტორიულ მხარე. ეს ის ადგილია , რომელიც ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა ნახოს ადამიანმა რათა შეიგრძნოს მთების სილაღე და თავისუფლება,
სანახავი ობიექტები:
· ანანური
· გუდაურის პანორამა
· ვეძას მჟავე წყლები
· გერგეტის სამება
· დარიალის ხეობა
· გველეთის ჩანჩქერი
ანანური – ანანურის ხუროთმოძღვრული ანსამბლი საქართველოს გვიანფეოდალური ხანის ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლია. ანანურის ანსამბლის უმთავრესი არქიტექტურული ნაგებობა დიდი გუმბათიანი ტაძარია. სამხრეთ კედლის წარწერიდან ჩანს, რომ ტაძარი 1689 წელში არის აგებული. ტაძარს გარშემო ციხე- გალავანი არტყამს რომელიც ჩრდილოეთიდან დარიალის ხეობით მომავალ გზას კეტავს; გერგეტის სამება – ლანდშაფტთან შერწყმით და მიმზიდველი კომპოზიციით საქართველოს ძველი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი სიამაყეა. ტაძრისა და სამრეკლოსათვის თერგის ხეობაში ისეთი მაღალი მთაა შერჩეული,რომელსაც ფონად მყინვარწვერი აქვს. ამ თეთრ ფონზე ნაგებობათა სილუეტები კარგადაა გამოკვეთილი. დარიალისხეობა – კლდოვანი სამოთხე, ბუნების კიდევ ერთი საოცრება. მნახველს ყოველთვის მოუნდება მისი ხელმეორედ მონახულება, ცამდე აწვდილი, ნისლში გახვეული მწვერვალები, 1000 მ სიღრმეზე ჩაჭრილი ხეობა დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე; გველეთის ჩანჩქერი – საქართველოში ერთ-ერთ მაღალ ჩანჩქერად ითვლება,საინტერესო, გამორჩეული და ულამაზესი ადგილი სადაც შეგიძლია დაისვენო და დატკბე მშვენიერი ხედებით;
ტურის დეტალები:
– ტურის სახეობა: სათავგადასავლო-შემეცნებითი
– ტრანსპორტი: კომფორტული მიკროავტობუსი
– მარშრუტი: თბილისი-მცხეთა-ანანური-ფასანაური-გუდაური-სტეფანწმინდა-თბილისი
– ტურის სირთულე: მარტივი / ფეხით გასავლელი მანძილი: საერთო ჯამში 7 კილომეტრი
– ხანგრძლივობა: 1 დღე
ფასში შედის:
· ტრანსპორტირება
· გამყოლი (კომპანიის წარმომადგენელი)
· გიდი
· პირველადი დახმარება (საჭიროების შემთხვევაში)
· სამწვადე და შოთი (დანარჩენი საკვები ყველას მოგვაქვს ინდივიდუალურად.)
· ინტელექტუალური გასართობი თამაშები
გასათვალისწინებელი საკითხები :
· შეკრების ადგილას არ ვაგვიანებთ.
· თან იქონიეთ პირადობის მოწმობა
· ჩაცმულობა კომფორტული (სპორტული).
· თან იქონიეთ თბილი მოსაცმელი,სალაშქრო ფეხსაცმელი,ჯოხი,სათვალე და წყალი.
· ტური ჩატარდება ამინდის მიუხედავად .
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.