ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ერთ დღიანი ტური ყაზბეგში (გერგეტის სამება)
კატეგორიები
ერთ დღიანი ტური ყაზბეგში (გერგეტის სამება)
კატეგორია: სათავგადასავლო ტურები
პერიოდი: ინფორმაცია არ არის
მდებარეობა: საქართველო



ტურის ღირებულება


აღწერა

ერთ დღიანი ტური ყაზბეგში იმოგზაურეთ კავკასიის კარიბჭედ წოდებულ დარიალის ხეობაში. აღმოაჩინეთ თქვენთვის უცნობი ადგილები, მოინახულთ საკუთარი ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული და ულამაზესი ისტორიულ  მხარე.  ეს ის ადგილია , რომელიც ერთხელ მაინც  აუცილებლად უნდა ნახოს ადამიანმა რათა შეიგრძნოს  მთების  სილაღე და თავისუფლება,

სანახავი ობიექტები:

·         ანანური

·         გუდაურის პანორამა

·         ვეძას მჟავე წყლები

·         გერგეტის სამება

·         დარიალის ხეობა

·         გველეთის ჩანჩქერი

ანანური  – ანანურის ხუროთმოძღვრული ანსამბლი საქართველოს გვიანფეოდალური ხანის ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლია. ანანურის ანსამბლის უმთავრესი არქიტექტურული ნაგებობა დიდი გუმბათიანი ტაძარია. სამხრეთ კედლის წარწერიდან ჩანს, რომ ტაძარი 1689 წელში არის აგებული. ტაძარს გარშემო ციხე- გალავანი არტყამს რომელიც  ჩრდილოეთიდან დარიალის ხეობით მომავალ გზას კეტავს; გერგეტის სამება –  ლანდშაფტთან შერწყმით და მიმზიდველი კომპოზიციით საქართველოს ძველი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი სიამაყეა.  ტაძრისა და სამრეკლოსათვის თერგის ხეობაში ისეთი მაღალი მთაა შერჩეული,რომელსაც ფონად მყინვარწვერი აქვს. ამ თეთრ ფონზე ნაგებობათა სილუეტები კარგადაა გამოკვეთილი.  დარიალისხეობა –  კლდოვანი სამოთხე, ბუნების კიდევ ერთი საოცრება.  მნახველს ყოველთვის  მოუნდება მისი ხელმეორედ მონახულება, ცამდე აწვდილი, ნისლში გახვეული მწვერვალები, 1000 მ სიღრმეზე ჩაჭრილი ხეობა დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე; გველეთის ჩანჩქერი –  საქართველოში ერთ-ერთ მაღალ ჩანჩქერად ითვლება,საინტერესო, გამორჩეული და ულამაზესი ადგილი სადაც შეგიძლია დაისვენო და დატკბე მშვენიერი ხედებით;

ტურის დეტალები: 

– ტურის სახეობა: სათავგადასავლო-შემეცნებითი

– ტრანსპორტი: კომფორტული მიკროავტობუსი

– მარშრუტი: თბილისი-მცხეთა-ანანური-ფასანაური-გუდაური-სტეფანწმინდა-თბილისი

– ტურის სირთულე: მარტივი / ფეხით გასავლელი მანძილი: საერთო ჯამში  7 კილომეტრი

– ხანგრძლივობა: 1 დღე

ფასში შედის:

·         ტრანსპორტირება

·         გამყოლი (კომპანიის წარმომადგენელი)

·         გიდი

·         პირველადი დახმარება (საჭიროების  შემთხვევაში)

·         სამწვადე და შოთი (დანარჩენი საკვები ყველას მოგვაქვს ინდივიდუალურად.)

·         ინტელექტუალური გასართობი თამაშები

გასათვალისწინებელი საკითხები :

·         შეკრების ადგილას არ ვაგვიანებთ.

·         თან იქონიეთ პირადობის მოწმობა

·         ჩაცმულობა კომფორტული (სპორტული).

·         თან იქონიეთ თბილი მოსაცმელი,სალაშქრო ფეხსაცმელი,ჯოხი,სათვალე და წყალი.

·         ტური ჩატარდება ამინდის მიუხედავად .

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.



ფოტო გალერა

გადიდება
გადიდება
გადიდება


გაქვთ შეკითხვა?

თქვენი სახელი / გვარი
თქვენი ელ. ფოსტა
შეკითხვა
უსაფრთხოების კოდი



კომენტარები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.