ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ორდღიანი ტური რაჭაში
კატეგორიები
ორდღიანი ტური რაჭაში
კატეგორია: სათავგადასავლო ტურები
პერიოდი: ინფორმაცია არ არის
მდებარეობა: საქართველო



ტურის ღირებულება


აღწერა

რაჭა – ლეჩხუმის თვითმყოფადობას და უნიკალურობას არა მხოლოდ მისი გეოგრაფიული მდებარეობა, არამედ მდიდარი, მრავალფეროვანი ფლორა და ფაუნა განსაზღვრავს. თვითმხილველთა უზომო აღტაცებას იწვევს მხარის მთიანეთი, კავკასიონის ჭაღარა მწვერვალები და მთაგრეხილები, მდინარეები და ჩანჩქერები, მრავალრიცხოვანი ტყის მასივები და მათში გავრცელებული ცხოველ – ფრინველები, ბუნებრივი გამოქვაბულები და მღვიმეები, უღელტეხილები, ალპური სათიბ – საძოვრები, ულამაზესი გზა – ბილიკები, შაორისა და ლაჯანის წყალსაცავები,. განუმეორებელ ეფექტს ახდენს ეთნიკურად ადგილობრივი წარმოშობის მოსახლეთა გაცნობა და მათთან ურთიერთობა. უმდიდრესია მათი ისტორიული წარსული, ყოფა, კულტურა, ფოლკლორი, რის შესახებაც ჯერ კიდევ ძველი ბერძენი, რომაელი, სპარსი, თურქი და ევროპელი მკვლევარ – მოგზაურნი წერდნენ.

 სანახავი ობიექტები:

  • ცხრა ჯვარი

  • შაორის ხეობა და ტბა

  • ნიკორწმინდა

  • სხვავას საყინულე

  • ჭელიშის მონასტერი

  • ბარაკონი

  • ხოტევი

  • მრავალძალის ეკლესია.

ტურის განრიგი

დღე 1 –  გამგზავრება რაჭის მიმართულებით – ნაქერალას უღელტეხილი – მდ. შაორის ხეობა და ტბა – ნიკორწმინდა – ჭელიშის უდაბნოს მონასტერი – ხოტევი – ღამისთევა  ამბროლაურში.

შაორის ტბა – რაჭა-ლეჩხუმში მდებარეობს. ტბა ხელოვნურია, მთის მდინარეს წააგავს და მოთავსებულია შაორის ქვაბულში, ზღვის დონიდან 1105 მეტრზე.  ქვაბულს საკუთარი კლიმატი აქვს და რაც არ უნდა ცხელოდეს აქ ყოველთვის საკმაოდ გრილა. მიუხედავად იმასა, რომ ტბიდან კილომეტრის მოშორებით ტემპერატურა შესაძლოა +30 იყოს.  ნიკორწმინდის – გუმბათოვანი ტაძარი ეროვნული ხუროთმოძღვრების შედევრია. აგებულია XI საუკუნის დასაწყისში, 1010-1014 წლებში. ეს ის პერიოდია, როცა დიდი ყურადღება ექცეოდა ფასადების დეკორაციულ გაფორმებას. სწორედ ამ მხრივ ნიკორწმინდის დეკორი ქართული მონუმენტური პლასტიკის მიღწევაა. ძეგლს არსებობის განმავლობაში დიდი ცვლილებები არ განუცდია. ეს კი იშვიათი შემთხვევაა. ტაძრის გუმბათი პირვანდელი სახითაა შემორჩენილი. ჭელიში – შუა საუკუნეების მონასტერი დასავლეთ საქართველოში, რაჭაში. შემორჩენილია ეკლესიის ნანგრევები და ორსართულიანი სამრეკლო. ჭელიში წყაროებში პირველად XI საუკუნეში იხსენიება. მონასტერი ტყეში, მდინარის პირას მდებარეობს. ხოტევი – სოფელია რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1000 მეტრში. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XI ს . ის იმერეთისა და ქვემო რაჭის დამაკავშირებელ გზაზე მდებარეობის გამო წარმოადგენდა დაწინაურებულ სავაჭრო პუნქტს. აქვე მდებარეობს ხოტევის ციხე და ეკლესია. ციხე ორსართულიანი იყო რომელიც ძალზე მტკიცე და ძნელად ასაღები ყოფილა. ციხის ნაწილი  ამჟამად დანგრეულია. შემორჩენილ ნაწილს აქვს სათოფურები,ხოტევის მთავარანგელოზის ეკლესია — XVII საუკუნეის ეკლესია მოქმედია და მიეკუთვნება ნიკორწმინდის ეპარქიას. ეკლესია პირდაპირ გაჰყურებს ხოტევის ციხეს.

დღე  2  – სხვავას საყინულე – ბარაკონი  – დაბრუნება თბილისში.

სხვავას საყინულე – ბუნებრივი გამოქვაბული სოფ. შუასხვავის (ამბროლაურის რაიონი) სამხრეთით (4კმ–ზე) ზ.დ 1310 მ–ზე. გამომუშავებულია ქვედა ცარცულ კირქვებში. საყინულეში არის საუკუნოვანი ყინულის სვეტები, კასკადები. ჰაერის ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში 0 გრადუსზე დაბალია. მყინვარს აქ მღვიმის ბოლოში ჩასული თოვლი წარმოშობს. ადგილობრივი მოსახლეობა, სამედიცინო საჭიროებისთვის უხსოვარი დროიდან იყენებს აქაურ ყინულს.  ბარაკონი – ძველი ქართული გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უკანასკნელი მნიშვნელოვანი ძეგლი რაჭაში, ბარაკონი მდინარეების, ლუხუნისა და რიონის შესართავთან მდებარეობს, რის გამოც მას სვეტიცხოველს ადარებენ. ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ტიპისაა და მე-18 საუკუნით თარიღდება. ცხრაჯვარის ქედიდან  და  ნაქერალას უღელტეხილიდან  იშლება ულამაზესი ხედები. მოწმენდილ  ამინდში კი , შორს ჰორიზონტზე მოჩანს  კავკასიონის და რაჭის ქედის თოვლიან მწვერვალები , გზა სულ ტყიანი ბორცვებითაა გარშემორტყმული და საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. 

ტურის დეტალები:

– ტურის სახეობა: სათავგადასავლო-შემეცნებითი

– ტრანსპორტი: მიკროავტობუსი

– ხანგრძლივობა: 2 დღე /1 ღამე

– ტურის სირთულე: მარტივი , ამინდის გაუარესების შემთხვევაში საშუალო სირთულის.

– ფეხით გასავლელი მანძილი: საერთო ჯამში  15 კილომეტრი

ფასში შედის :

  • ტრანსპორტირება

  • განთავსება: სასტუმრო / კარავი (სურვილისამებრ)

  • პირველი დღის ვახშამი, მეორე დღის საუზმე

  • სამწვადე და შოთი

  • გამყოლი/ინსტრუქტორთა ჯგუფი

  • წარმომადგენელი კომპანიიდან

  • ბუნებაში თვითგადარჩენის ინსტრუქტაჟი

  • პირველადი სამედიცინო დახმარება

  • ფოტო გადაღება

  • სალაშქრო ეკიპირება და აღჭურვილობა (მოთხოვნის შემთხვევაში)

გასათვალისწინებელი საკითხები :

  • შეკრების ადგილას არ ვაგვიანებთ.

  • თან იქონიეთ პირადობის მოწმობა

  • ჩაცმულობა კომფორტული (სპორტული).

  • თან იქონიეთ თბილი მოსაცმელი,სალაშქრო ფეხსაცმელი,ჯოხი,სათვალე და წყალი.

  • ფეხით სავალი მონაკვეთები საერთო ჯამში არის 15 კილომეტრი

  • ორგანიზატორის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ვიხსნით  პასუხისმგებლობას.

    დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.



ფოტო გალერა

გადიდება
გადიდება
გადიდება


გაქვთ შეკითხვა?

თქვენი სახელი / გვარი
თქვენი ელ. ფოსტა
შეკითხვა
უსაფრთხოების კოდი



კომენტარები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.