ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სვანეთი – სამდღიანი სათავგადასავლო შემეცნებითი ჯიპ-ტური
კატეგორიები
სვანეთი – სამდღიანი სათავგადასავლო შემეცნებითი ჯიპ-ტური
კატეგორია: სათავგადასავლო ტურები
პერიოდი: ინფორმაცია არ არის
მდებარეობა: საქართველო



ტურის ღირებულება


აღწერა

გაატარეთ დაუვიწყარი  დღეები სვანეთში, საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში, მოინახულეთ მისი უძველესი კულტურული ძეგლები, დატკბით უნიკალური ბუნებით და შეიგრძენით მრავალფეროვანი ლანდშაფტების სილამაზე. თუ გიყვართ ისტორია და კულტურა, თუ ჯერ კიდევ არ გინახავთ  ეს ულამაზესი ადგილები, არ გსმენიათ მისი მრავალფეროვნების შესახებ, მაშინ აუცილებლად უნდა ჩაალაგოთ ჩანთა, შემოგვიერთდეთ და ერთად ვიმოგზაუროთ საოცრებათა მხარეში.თქვენ გელით სვანეთი.

ტურის განრიგი

დღე 1 – გამგზავრება მესტიის მიმართულებით – ენგურის ხეობა – ენგურჰესის ჰიდროტექნიკური ნაგებობა – პანორამული ხედები – ხაიში – მესტია – სვანური სამზარეულოს, ტრადიციების გაცნობა და ვახშამი – თავისუფალი დრო – ღამისთევა მესტიაში .

სვანეთი – საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხეა, რომელიც გამორჩეულია ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების მრავალფეროვნებით. აქ კარგადაა შემონახული შუა საუკუნეების საერო, საკულტო და თავდაცვითი ნაგებობები, უძველესი ეკლესია-მონასტრები და სვანური კოშკები, რომლებიც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე.ენგურჰესის ჰიდროტექნიკური ნაგებობა – გამორჩეული ტექნიკური და საინჟინრო ნაგებობების ურთულესი კომპლექსია, თაღოვან კაშხალს მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლის სტატუსი. ცადატყორცნილ მთებს  შორის აგებული რკინაბეტონის თაღოვანი კაშხალი მნახველზე გამაოგნებელ შთაბეჭდილებას ახდენს. ხაიში – სოფელი ხაიში ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია სვანეთში. აქ თავმოყრილია სვანეთისთვის დამახასიათებელი კოშკები, ეკლესია-მონასტრები და ულამაზესი ბუნება, რომელსაც აღტაცებაში მოჰყავს მნახველი.მესტია – ლატალის მაცხოვრის ეკლესია – ლატალის მაცხოვრის ტაძარი X-XI საუკუნეშია აშენებული. ეკლესია მოხატულია და   დავით აღმაშენებლის – ძის, დემეტრე პირველის მეფედ კურთხევის მნიშვნელოვან ისტორიულ ფაქტს გადმოგვცემს. ამ მხატვრობას, კომპოზიციის თვალსაზრისით, ანალოგი არ მოეძებნება. ტაძარში დაცულია მრავალი სიწმინდე, მათ შორის ვერცხლის ჯვარი მეთორმეტე საუკუნის-ტიხრული მინანქრებით და სევადით შესრულებული მედალიონებით შემკული. რომელიც ითვლება ბიზანტიური ოქრომჭედლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნიმუშად. სვანეთის მუზეუმი –  ხერგიანების მუზეუმი –  მუზეუმი დაარსებულია 1983 წელს, რომლის კოლექცია დაახლოებით 458 ექსპონატისგან შედგება. აქ წარმოდგენილია ცნობილი მთამსვლელის, სპორტის საერთაშორისო ოსტატის კლდის ვეფხვად წოდებული მიხეილ ხერგიანის პირადი ნივთები და ისტორიული ფაქტები.  სვანეთისმუზეუმი დაფუძნებულია 1936 წელს. მუზეუმში დაცულია დაახლოებით 4090 ექსპონატი, რომლებიც წარმოადგენენ სვანეთის რეგიონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებულ მასალებს, ქართული ჭედური ხელოვნებისა და ხატწერის უნიკალური ნიმუშებსა და უძველეს ხელნაწერებს.

დღე  2  –  საუზმე სასტუმროში  – გამგზავრება  უშგულის მიმართულებით, გზად ვათვალიერებთ  სვანეთის საოცარ და ულამაზეს ბუნებას ( უშგულის ეთნოგრაფიული მუზეუმი, თამარ მეფის საზამთრო და საზაფხულო კოშკები, ლამარიას ციხე-კოშკი, სოფელი კალა)  – დაბრუნება მესტიაში – საბაგიროთი გასეირნება ჰაწვალზე ( საიდანაც იშლება ულამაზესი პანორამული ხედები)  – ღამისთევა ქალაქ  მესტიაში.

უშგული – უშგული სვანეთის ერთ–ერთი ულამაზესი ადგილია და შესულია იუნსკოს მსოფლიო კვლევათა სიაში. ეს არის ადგილი, სადაც 4 პატარა სოფელია გაერთიანებული. უშგული მდებარეობს ზღვის დონიდან 2 100 მეტრის სიმაღლეზე და ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დასახლებული ადგილია ევროპაში. უშგული ცნობილა საცხოვრებელი კოშკებით, რომლებსაც ჰქონდათ როგორც საცხოვრებელი, ასევე თავდაცვითი ფუნქცია. კოშკების სიმაღლე და ნაირგვარობა, კლდოვანი რელიეფი, მას ერთიან, შეუვალ ციხე-სიმაგრედ ხდის. უშგულში მრავალი ხუროთმოძღვრების ძეგლია, რომელთა შორისაც ბევრია ორიგინალური, მხოლოდ უშგულისთვის დამახასიათებელი, თვით სვანეთის ხუროთმოძღვრებისაგან განსხვავებული მოვლენები, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მას. უშგულის ხუროთმოძღვრული ძეგლები ძირითადად შუა საუკუნეებს განეკუთვნებიან. უშგული, როგორც მუზეუმი ღია ცის ქვეშ, ნაკრძალადაა გამოცხადებული.

დღე 3 – საუზმე სასტუმროში  – თეთნულდზე გასეირნება საბაგიროთი, საიდანაც იშლება ულამაზესი  პანორამული ხედები – მესტიის ციხე კოშკების დათვალიერება – დაბრუნება თბილისში

 ტურის დეტალები:

– ტურის სახეობა:   სათავგადასავლო შემეცნებითი;

– მარშრუტი:  ქ. თბილისი – ქ. ქუთაისი – ქ. მესტია – სოფ. უშგული  – ქ. თბილისი.

– ხანგრძლივობა:  2 ღამე / 3 დღე; 

– სატრანსპორტო საშუალება: მაღალი  გამავლობის სატრანსპორტო საშუალება ( Mitsubishi Delica) ;

– განთავსება:   საოჯახო ტიპის სასტუმრო / კარავი

ფასში შედის:

  • ტრანსპორტირება პროგრამის მიხედვით

  • ჯიპტური უშგულში

  • გიდი / სამთო გამყოლი

  • განთავსება:

  • 2 x ღამისთევა მესტიის სასტუმროში;

  • კვება:

    – საუზმე სასტუმროში;

    – სვანური სამზარეულოს გაცნობა და ვახშამი;

  • პირველადი სამედიცინო დახმარება:

  • მუზეუმში შესასვლელი ბილეთი

  • ჰაწვალზე გასეირნება საბაგიროთი

 ფასში არ შედის:

  • სადილი და ვახშამი;

  • ალკოჰოლური სასმელები;

გასათვალისწინებელი საკითხები :

  • ტურის მონაწილეთა რაოდენობა შეზრუდულია, მხოლოდ 14 ადამიანი.

  • ჩარიცხული თანხა, ტურის დაწყებამდე 10 დღით ადრე უკან აღარ ბრუნდება

  • თან იქონიეთ პირადობის მოწმობა

  • ჩაცმულობა კომფორტული,სპორტული.

  • თან იქონიეთ თბილი მოსაცმელი,სალაშქრო ფეხსაცმელი,ჯოხი,სათვალე და წყალი.

  • ტური ჩატარდება ამინდის მიუხედავად .

  • ორგანიზატორის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ვიხსნით პასუხისმგებლობას.

  • სხვა დამატებითი დეტალები გეცნობებათ ტურის დაწყებამდე 1 კვირით ადრე.

  • შეკრების ადგილას არ ვაგვიანებთ.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით



ფოტო გალერა

გადიდება
გადიდება
გადიდება


გაქვთ შეკითხვა?

თქვენი სახელი / გვარი
თქვენი ელ. ფოსტა
შეკითხვა
უსაფრთხოების კოდი



კომენტარები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.