ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სალაშქრო-სათავგადასავლო ტური აბუდელაურის ფერად ტბაზე
კატეგორიები
სალაშქრო-სათავგადასავლო ტური აბუდელაურის ფერად ტბაზე
კატეგორია: სათავგადასავლო ტურები
პერიოდი: ინფორმაცია არ არის
მდებარეობა: საქართველო



ტურის ღირებულება


აღწერა

აბუდელაურის ფერადი ტბები … ეს უნდა ნახოთ, რომ დაიჯეროთ ! არსებობს სხვა , საოცარი განზომილება დედამიწაზე , სადაც დაჰყურებ ბუნების ნამდვილ საოცრებას და გული სიამაყითა გევსება. უეცრად თითქოს დრო ჩერდება. თვალს ხარბად ავლებ ბუნებას და თანდათან, უფრო მძლავრად აღიქვამ მის მშვენიერებას.ფერადი ტბები, აღმოსავლეთ საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, სოფლების როშკასა და ჯუთასთან ახლოს ზღვის დონიდან 2812 მეტრზე მდებარეობს. ტბები მყინვარული (მორენული) წარმოშობისაა, რომელიც  თოვლის, მყინვარისა და წვიმის წყლით საზრდოობს. ტბების მაქსიმალური დონე ზაფხულში აღინიშნება, მინიმალური კი ზამთარში. ხანგრძლივი დროის განმავლობაში (6 თვეზე მეტი) ტბები ყინულითაა დაფარული, რომლისგანაც მხოლოდ მაისის ბოლოს თავისუფლდება.  აბუდელაურის ფერადი ტბები, აუცილებლად უნდა მივაკუთვნოთ ბუნების უიშვიათეს ქმნილებათა სიას.

სანახავი ობიექტები:

  • სოფელი როშკა

  • როშკის გიგანტური ლოდები

  • აბუდელაურის ლურჯი ტბა

  • აბუდელაურის მწვანე ტბა

  • აბუდელაურის თეთრი ტბა

  • ჭიუხები (კლდოვანი მთების მასივი) 

  • ხედები პირაქეთ ხევსურეთსა და მდ. როშკის არაგვის ხეობაზე

ტურის  დეტალები :

  • მარშრუტი: თბილისი – როშკა – თბილისი.

  • ტურის სახეობა : სალაშქრო – სათავგადასავლო.

  • ტურის სირთულე : საშუალო (როშკიდან მწვანე/ლურჯ ტბებამდე – საშუალო,სტაბილური, მცირე დახრილობის აღმართი.ლურჯი ტბიდან თეთრ ტბამდე – საშუალოზე რთული,აღმართი ქვა-ღორღიან ფერდობზე ბილიკის გარეშე )

  • ფეხით გასავლელი მანძილი : 14 კილომეტრი. სიმაღლე ზღვის დონიდან 2812 მეტრი.

  • ტრანსპორტი: კომფორტული სატრანსპორტო საშუალება

  • ხანგრძლივობა : 1 დღე  

ფასში შედის :

  • ტრანაპორტირება

  • სამთო გამყოლი / ინსტრუქტორი

  • ბუნებაში თვითგადარჩენის ინსტრუქტაჟი

  • პირველადი დახმარება

გასათვალისწინებელი საკითხები :

  • შეკრების ადგილას არ ვაგვიანებთ.

  • ჩაცმულობა კომფორტული (სპორტული).

  • თან იქონიეთ თბილი მოსაცმელი,სალაშქრო ფეხსაცმელი,ჯოხი,სათვალე და წყალი.

  • ტური ჩატარდება ამინდის მიუხედავად .

  • ორგანიზატორის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ვიხსნით პასუხისმგებლობას.

    დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.



ფოტო გალერა

გადიდება
გადიდება
გადიდება


გაქვთ შეკითხვა?

თქვენი სახელი / გვარი
თქვენი ელ. ფოსტა
შეკითხვა
უსაფრთხოების კოდი



კომენტარები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.