ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ატენის ხეობა
კატეგორიები
ატენის ხეობა
კატეგორია: სათავგადასავლო ტურები
პერიოდი: ინფორმაცია არ არის
მდებარეობა: საქართველო



ტურის ღირებულება


აღწერა

სამდღიანი   სათავგადასავლო – შემეცნებითი ტური  ატენის  ხეობაში

მარშრუტი: თბილისი – უფლისციხე – ატენის ხეობა – ერთაწმინდა –  რკონი – ქვათახევი – თბილისი

ტურის განრიგი

დღე  1  გამგზავრება ქართლის   მიმართულებით – უფლისციხე  – ატენის ხეობა –  ატენის სიონი – ატენის ციხე –ღამისთევა  ატენში კარვებში

უფლისციხე — კლდეში ნაკვეთი ქალაქი, კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრი.წერილობით წყაროებში პირველად VII საუკუნეში იხსენიება. უფლისციხესა და მის შემოგარენში დაცულია არქეოლოგიურ და ხუროთმოძღვრულ ძეგლთა ჯგუფი, რომელთაგან უძველესი ადრინდელი ბრინჯაოს ხანისაა და მტკვარ-არაქსის კულტურის წრეს განეკუთვნება; ატენის ხეობა – ხეობა რომელიც წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე; ატენის სიონი –  არქიტექტურულ  მონუმენტური ხელოვნების ძეგლი, დგას სოფლიდან მოშორებით, ფრიალო კლდის კიდეზე, საყრდენი კედლით გამაგრებულ ბაქანზე. თარიღდება VII  საუკუნით.ტაძრის შიდა სივრცეზე  შემორჩენილია  ფრესკული მხატვრობა,რომელიც  უფრო გვიანი დროისაა. ალაგ-ალაგ ჩანს თავდაპირველი დეკორი და ძველი წარწერათა ნაშთები; ატენის ციხე –  მდებარეობს ატენის ხეობაში  და ხეობაში მიმავალ გზას ზემოდან დაყურებს. ის უძველეს დროში  საკმაოდ სტრატეგიული ხეობა იყო. აქედან გადიოდა უმოკლესი გზა, შიდა ქართლიდან სამხრეთისკენ. ამიტომ მის გამაგრებაზე ადრიდანვე ზრუნავდნე როგორც მეფები ისე ადგილობრივი მაცხოვრებლებიც. ციხის ზუსტი აგების თარიღი უცნობია, მაგრამ ცნობილია რომ X საუკუნეში ციხე უკვე იდგა;

დღე  2 – გამგზავრება რკონის მიმართულებით – ერთაწმინდა – რკონი – ღამისთევა  რკონში კარვებში;

ერთაწმინდა – სოფელში  დგას  XIII საუკუნის შუა წლების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი – წმინდა ესტატეს ეკლესია. XVII საუკუნის დასაწყისიდან იგი თარხნიშვილთა საგვარეულოს ეკუთვნოდა. ეკლესიაში დაკრძალულია გიორგი სააკაძეს ვაჟის – პაატას თავი, აგრეთვე მწერალი ს.ერთაწმინდელი; რკონი- მდინარე თეძამის ხეობაში  ერთ-ერთი თვალსაჩინო  არქიტექტურული  ძეგლია მის თანამედროვე  ძეგლთა შორის. რკონი მდებარეობს ზღვის დონიდან 950 მეტრზე, მაღალი ჰაერის გამო სასარგებლოა ბავშვებისა და მოზარდებისათვის.იგი საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა და მრავალჯერ არის გადაკეთებული. ძირითადად გაირჩევა მშენებლობის სამი ფენა: VII ს., XIII-XIV სს.-ის მიჯნა და XVII-XVIII სს.-ის მიჯნა. კომპლექსში შედის ღვთისმშობლის ეკლესია, სამლოცველო, სატრაპეზო, კოშკი, სამრეკლო, ნათლისმცემლის ეკლესია კარიბჭით და ხიდი;

დღე 3 – ფავნისის წმ.გიორგის ეკლესია –   კავთისხევი – მაღალაანთ კომპლექსი – ქვათახევი – დაბრუნება   

ქ. თბილისში;

ფავნისის წმ. გიორგის ეკლესია –  თარიღდება IX-X სს-ით. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ქვიშაქვითა და ნატეხი ქვით, ტაძარში კედლები შელესილია, გამოირჩევა მოხატულობის ორი ფენა. ქვედა ფენა ეკლესიის თანადროულია, ამ ფენიდან შემორჩენილია ფერადი ლაქები ჩრდ. კედლის პირველ რეგისტრში და შარავანდედიანი ხელგაშლილი მამაკაცის ფიგურა სამხრეთ კედლის აღმ. მონაკვეთზე. მოხატულობის მეორე ფენა XII ს-ის II ნახევარს მიეკუთვნება;კავთისხევში– დგას გვიანდელი ფეოდალური ხანის ლომისის წმიდა გიორგის, კატაულას წმინდა გიორგის, ძლევის ქედის წმინდა გიორგის, კავთისხევის წმინდა გიორგის და წმინდა ნიკოლოზის ეკლესიები. სოფელში, მდინარე კავთურის მარჯვენა ნაპირზე აღმოჩნდა აკლდამა. ნაგებობა შედგება საკნისა და დრომოსისაგან, რომელთა კედლები ნაგებია კლდის ქვითა და ბრტყელი აგურით. აკლდამაში არეულად ეყარა ადამიანის ძვლები, რაც იმას ადასტურებს, რომ იგი ადრევე გაუძარცვავთ. აკლდამის არქიტექტურაში შეინიშნება XVI-XVIII სს. ქართლ-კახეთის უმრავლეს ნაგებობათათვის დამახასიათებელი ტიპიური ნიშნები. მაღალაანთის – XII საუკუნის ეკლესია უკვე აღდგენილი და განახლებულია.დეკორატიული ეფექტისათვის ორი ფერის ქვაა გამოყენებული — ძირითადად ყვითელ-ქვიშისფერი, ხოლო ორნამენტული ფრიზისთვის რომელიც მთელ შენობას უვლის გარს, ლამაზი მწვანე ფერის ქვა. ძეგლი მდიდრულადაა შემკული ორნამენტებით (სარკმლებისა და პორტალების საპირეები, კარნიზები, ჯვრისა და ფრინველების კომპოზიცია დასავლეთ ფასადზე). ინტერიერში შემორჩენილია განვითარებული შუა საუკუნეებისა და XVII საუკუნის მოხატულობის ფრაგმენტები;ქვათახევი– მე-12-მე-13 საუკუნეების მონასტერია. პლატონ იოსელიანი მის ამშენებლად წმ. მეფე დავით აღმაშენებელს ასახელებს და 1126 წლით ათარიღებს, სხვა გადმოცემა კი მის მშენებლობას წმ. მეფე თამარს უკავშირებს. გადმოცემით ტაძრის საძირკველში ღვთისმშობლის სამოსლის მცირე ნაწილია ჩატანებული და ტაძარიც მისსავე სახელს ატარებს;

 

ტურის სახეობა:   სათავგადასავლო – შემეცნებითი:

მარშრუტი: თბილისი – უფლისციხე – ატენის ხეობა -ერთაწმინდა –  რკონი – ქვათახევი – თბილისი;

ხანგრძლივობა:  2 ღამე / 3დღე; 

სატრანსპორტო საშუალება:  ევრო კლასის  სატრანსპორტო საშუალება;

განთავსება:  კოტეჯი / კარავი;

ფასში შედის

  • ტრანსპორტირება   პროგრამის   მიხედვით

  • ინსტრუქტორი/სამთო გამყოლი 

  • წარმომადგენელი კომპანიიდან

  • განთავსება –   კარავში

  • პირველადი სამედიცინო დახმარება:

  • ფოტო და ვიდეო გადაღება.

  • კვება

  •  სალაშქრო ეკიპირება და აღჭურვილობა;  (მოთხოვნის შემთხვევაში)

ტური ასევე გაიმართება თქვენი სურვილის და მოთხოვნის შემთხვევაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.



ფოტო გალერა

გადიდება
გადიდება
გადიდება


გაქვთ შეკითხვა?

თქვენი სახელი / გვარი
თქვენი ელ. ფოსტა
შეკითხვა
უსაფრთხოების კოდი



კომენტარები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.