ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ჯიპტური სამცხე – ჯავახეთში
კატეგორიები
ჯიპტური სამცხე – ჯავახეთში
კატეგორია: სათავგადასავლო ტურები
პერიოდი: ინფორმაცია არ არის
მდებარეობა: საქართველო



ტურის ღირებულება


აღწერა

სამ  დღიანი სათავგადასავლო  ტური სამცხე-ჯავახეთში. დღევანდელი სამცხე-ჯავახეთის რეგიონი ძველი მესხეთის ნაწილია და აერთიანებს სამ ისტორიულ პროვინციას – სამცხეს, ჯავახეთსა და თორს.

წარსულში საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და კულტურულად დაწინაურებული პროვინცია,მდიდარია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით – ადრეანტიკური ხანის ნაქალაქარიდან და ყორღანული სამარხებიდან დაწყებული, ციკლოპური ტიპის, უზარმაზარი ლოდებისგან მშრალად ნაშენი ციხე-ნამოსახლარებით, გალავნებით, კოშკებითა და აკლდამებით დამთავრებული.მათ შორის უმნიშვნელოვანესია: ვარძიის სამონასტრო კომპლექსითმოგვის ციხეხერთვისის  ციხეზარზმის მონასტერისაფარის მონასტერი. აქ ჩამოთვლითა გარდა  მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი.

ტურის განრიგი

დღე 1  – გამგზავრება საქართველოს ერთერთი ულამაზესი და ისტორიული მხარის, სამცხე-ჯავახეთის მიმართულებით: დაშბაშის კანიონი – წალკის წყალსაცავი – ფარავნის ტბა – ფოკას მონასტერი – საღამოს ტბა – კლდეში ნაკვეთი ქალაქი ვარძია – ღამისთევა ვარძიაში სასტუმროში.

ფარავნის ტბის მიმდებარე ტერიტორია საინტერესოა არქეოლოგიური თვალსაზრისით. აქ შემორჩენილია პალეოლითისა და ენეოლითის ხანის სადგომები და  იარაღი. ფარავნის ტბის ნაპირზე მდებარეობს ყორღანული ველი; ტბის შორიახლოს კი მრავალი ისტორიულ – რელიგიური ძეგლი, მათ შორის ფარავნის ქარვასლა. ეს ტერიტორიები კაბადოკიიდან მცხეთისკენ მიმავალ ქართველთა განმანათლებელს – წმინდა ნინოს გაუვლია. ტბის გარშემო ულამაზესი ბუნებაა და საუკეთესო ადგილია დასასვენებლად.  ვარძია — კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი, XII-XIII საუკუნეების ქართული მხატვრული კულტურის ძეგლი. ვარძიის სამონასტრო კომპლექსი გამოკვეთილია ერუშეთის მთის კალთაზე, განლაგებულია ცამეტ სართულად. არაჩვეულებრივია ვარძიის ბუნებრივი გარემო. უძველესი დროიდან დასახლებული მხარე მდებარეობდა იმ მთავარ გზაზე, საქართველოს რომ უკავშირებდა წინა აზიას. ვარძიას დღემდე მრავალი მნახველი ჰყავს, არა მარტო საქართველოდან, არამედ – სხვა ქვეყნებიდანაც.

დღე 2   საუზმე სასტუმროში – თავკვეთულას გამოქვაბული და ეკლესია – ვანის ქვაბები – თმოგვის ციხე – ხერთვისის ციხე – საფარის მონასტერი – რაბათის სამუზეუმო კომპლექსი  –  ღამისთევა ბორჯომში – სასტომროში;

სექტემბერს მართმადიდებლური ეკლესია იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს აღნიშნავს. ამ დღეს განსაკუთარებით აღნიშნავენ ვარძიის მახლობლად, გამოქვაბულიში მდებარე სამლოცველოში. ამ ადგილას„თავკვეთულა“ ჰქვია. ვანის ქვაბები — გამოქვაბულთა კომპლექსი, უდაბნო-მონასტერი, VIII-XVI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრებისა და კულტურის ძეგლი ისტორიულ ჯავახეთში. დაარსებულია მეუდაბნოების ხანაში; ეს უძველესი ქვაბთა ჯგუფი, რომელიც ეკლესიას შეიცავს, თარიღდება არაუგვიანეს VIII საუკუნისა.თმოგვის ციხე – ისტორიული ციხე-ქალაქი საქართველოში, რომელიც აგებულია მაღალ კლდოვან მთაზე. რელიეფის თავისებურების გამო მისი ზღუდები სხვადასხვა სიმაღლეზეა ამოყვანილი. წყაროებში პირველად იხსენიება X საუკუნეში. ხერთვისის ციხე – რთული, კარგად შემონახული ნაგებობაა. სადღეისოდ შემონახული ნაგებობები X-XIX საუკუნეებს განეკუთვნება. ციხე ორი მთავარი ნაწილისაგან, ციტადელის და გალავნისაგან შედგება. ციხესიმაგრე ორი მდინარის შესართავთან მდებარეობს.  2007  წლიდან ხერთვისის ციხე შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში. რაბათისციხე – მდებარეობს ქალაქ ახალციხეში. ციხესიმაგრე გადაშლილია 7 ჰექტარი ფართობის ტერიტორიაზე და წარმოადგენს ერთგვარ ქალაქს ქალაქში. ციხის ისტორიულ ნაწილში წარმოდგენილია მუზეუმი, მეჩეთი და მედრესე (მუსულმანური სასწავლო დაწესებულება), მეცხრე საუკუნის მართლმადიდებლური ეკლესია, ციტადელი და თურქული აბანოები. თანამედროვე ნაწილში ფუნქციონირებს სასტუმრო, რესტორანი, კაფე, ღვინის მაღაზია, სუვენირების მაღაზია და ქორწინების სახლიც კი. რაბათის ციხე დაარსებულია IX საუკუნეში.

დღე 3 –   საუზმე სასტუმროში – ტიმოთეს უბანი – მწვანე მონასტერი – რომანოვების სასახლე – გასეირნება ბორჯომის პარკში – უფლისციხე – დაბრუნება თბილისში.

ჩითახევის წმინდა გიორგის მონასტერი – ასე ჰქვია ბორჯომის ხეობაში ულამაზეს ადგილას განლაგებულ მამათა მონასტერს, რომელსაც ხალხმა სიყვარულით მწვანე მონასტერი შეარქვა. რომ გახედოთ, აქ არც ერთი ხე ერთნაირი მწვანე არ არის. ასევეა ქვებიც, რომლითაც ტაძარია აგებული – ყველა მწვანეა, მაგრამ ზოგი მუქი და ზოგი – ღია. ტაძარი დაახლოებით მე-9–10 საუკუნეებშია აგებული.ტიმოთესუბნის  – ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი  XII-XIII  საუკუნეების მიჯნაზე  ქვით ნაგები დარბაზული  ტიპის  ეკლესიაა. ის  ქართული კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლია. ტაძრის მოხატულობა თარიღდება 1205 – 1215 წლებით (თამარ მეფის ეპოქა) და თავის მხრივ უნიკალურია. შეიძლება ითქვას, რომ ტიმოთესუბნის ტაძარში ერთერთი ყველაზე რთული მხატვრობაა თავისი პერიოდისათვის. ფრესკების დიდი ნაწილი დღესაც შენარჩუნებულია.  უფლისციხე — კლდეში ნაკვეთი ქალაქი, კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრი.წერილობით წყაროებში პირველად VII საუკუნეში იხსენიება. უფლისციხესა და მის შემოგარენში დაცულია არქეოლოგიურ და ხუროთმოძღვრულ ძეგლთა ჯგუფი, რომელთაგან უძველესი ადრინდელი ბრინჯაოს ხანისაა და მტკვარ-არაქსის კულტურის წრეს განეკუთვნება.

ტურის სახეობა:   სათავგადასავლო – შემეცნებითი:

მარშრუტი:  ქ. თბილისი – ფარავნის ტბა – საღამოს ტბა – ვარძია – თავკვეთულას გამოქვაბული და ეკლესია – ვანის ქვაბები  – თმოგვის ციხე  – ხერთვისის ციხე – რაბათი –  მწვანე მონასტერი – ტიმოთეს უბანი – უფლისციხე – თბილისი.

ხანგრძლივობა:  2 ღამე / 3დღე; 

სატრანსპორტო საშუალება:  მაღალი გამავლობის ტრანსპორტი

განთავსება:  ჰოსტელში

ფასში შედის

  • ტრანსპორტირება   პროგრამის   მიხედვით

  • ინსტრუქტორი/სამთო გამყოლი 

  • წარმომადგენელი კომპანიიდან

  • განთავსება 

  • პირველადი სამედიცინო დახმარება:

  • ფოტო და ვიდეო გადაღება.

  •  სალაშქრო ეკიპირება და აღჭურვილობა;  (მოთხოვნის შემთხვევაში)

ფასში არ შედის:

  • სამგზავრო დაზღვევა;

  • ლანჩი და სადილი

  • ალკოჰოლური სასმელები;

  • მუზეუმებში შესვლის საფასური

დაწვრილებით ინფორმაციას  და ფასებს  ტურის  შესახებ  მოგაწვდით მოთხოვნის შესაბამისად.



ფოტო გალერა

გადიდება
გადიდება
გადიდება


გაქვთ შეკითხვა?

თქვენი სახელი / გვარი
თქვენი ელ. ფოსტა
შეკითხვა
უსაფრთხოების კოდი



კომენტარები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.