ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ერთ დღიანი ტური ზემო იმერეთში
კატეგორიები
ერთ დღიანი ტური ზემო იმერეთში
კატეგორია: კულტურული ტური
პერიოდი: ინფორმაცია არ არის
მდებარეობა: საქართველო



ტურის ღირებულება


აღწერა

იმოგზაურეთ ზემო იმერეთის  საოცარ მხარეში ემოციებით . არ გაუშვათ შანსი ხელიდან მოინახულოთ საქართველოს უნიკალური  და უძველესი ადგილები .  სანახავი ობიექტები: სამწვერას ჩანჩქერი, კაცხის სვეტი, მღვიმევის მონასტერი,ა. წერეთლის სახლმუზეუმი სოფ. სხვიტორში, ზემო იმერეთის პანორამული ხედები. 

ზემო იმერეთი,  ისტორიული მხარე დასავლეთ საქართველოში. იმერეთის აღმოსავლეთი მთაგორიანი ნაწილი. იგივეა, რაც ზემო მხარი (ზემო ქვეყანა). წერილობით წყაროებში XVIII საუკუნის 80-იან წლებიდან არის დამოწმებული. თავიდან ზემო იმერეთი გეოგრაფიული ტერმინი იყო, დღეისათვის კი ზემო იმერეთი მიჩნეულია დასავლეთ საქართველოს ერთ ეკონომიკურ რეგიონად, რომელიც ისტორიულად წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს მხარეს. მის შემადგენლობაში შედის ზესტაფონის,  ხარაგაულის, საჩხერის,  ჭიათურის  და ტყიბულის მუნიციპალიტეტების ტერიტორია. სწორედ ამ ისტორიულ მხარეში ვიმოგზაურებთ და მოვინახულებთ მის ულამაზეს ადგილებს.

სანახავი ობიექტები:

  • სამწვერას ჩანჩქერი

  • კაცხის სვეტი

  • მღვიმევის მონასტერი

  • ა. წერეთლის სახლმუზეუმი სოფ.სხვიტორში

  • ზემო იმერეთის პანორამული ხედები

კაცხის სვეტი – სვეტის სიმაღლე 40 მეტრია.სვეტის ზედა ბაქანზე დგას ორი მცირე ზომის ეკლესია (დღეისათვის ისინი ნანგრევების სახითაა შემორჩენილი). ასეთ ადგილებში სამლოცველოების აგებას მკვლევრები უკავშირებენ მესვეტეობას, რომელიც VI საუკუნეში იყო გავრცელებული. სვეტი თარიღდება V-VI საუკუნეებით. მღვიმევის დედათა მონასტერი – მონასტერი მდინარე ყვირილის ხეობაში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მღვიმევის მახლობლად მდებარეობს. მონასტერში მოხვედრა ჭიათურიდან უფრო ადვილადაა შესაძლებელი. ჭიათურიდან მონასტერში მიდის ვიწრო და საკმაოდ გრძელი კიბე, რომლის გავლის შემდეგაც შესაძლებელია გვირაბში შესვლა. გვირაბი ხელოვნურადაა გაყვანილი, საკმაოდ გრძელია და მისი გადახურვა შემაგრებულია საყრდენი თაღებით. სამონასტრო კომპლექსი მრავალი ნაგებობისაგან შედგება. ცენტრალური ტაძრის უკან მდებარეობს მღვიმევის მღვიმე, სადაც დიდ დღესასწაულებზე წირვა ტარდება.

ტურის დეტალები:

ტურის სახეობა: კულტურულ – შემეცნებითი

სატრანსპორტო საშუალება:  კომფორტული მიკროავტობუსი

ტურის ხანგრძლივობა: 1 დღე;

ტურის სირთულე: მარტივი/ფეხით გასავლელი მანძილი: 2 კილომეტრი

     ფასში შედის :

  • ტრანსპორტირება

  • გამყოლი

  • გიდი

  • პირველადი სამედიცი ნოდახმარება

  • ინტელექტუალური გასართობი თამაშები

  • სამწვადე და შოთი (დანარჩენი საკვები ყველასმო გვაქვს ინდივიდუალურად.)

ფასში არ შედის:

  • ა. წერეთლის სახლმუზეუმში შესასვლელი ბილეთი (ფასი 3 ლარი)

გასათვალისწინებელი საკითხები :

  • შეკრების ადგილას არ ვაგვიანებთ.

  • ჩაცმულობა კომფორტული (სპორტული).

  • თან იქონიეთ თბილი მოსაცმელი,სალაშქრო ფეხსაცმელი,ჯოხი,სათვალე და წყალი.

  • ტური ჩატარდება ამინდის მიუხედავად .

  • ორგანიზატორის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ვიხსნით პასუხისმგებლობას.

    დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.



ფოტო გალერა

გადიდება
გადიდება
გადიდება


გაქვთ შეკითხვა?

თქვენი სახელი / გვარი
თქვენი ელ. ფოსტა
შეკითხვა
უსაფრთხოების კოდი



კომენტარები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.