ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ერთდღიანი ტური ქიზიყის უძველესი ისტორია
კატეგორიები
ერთდღიანი ტური ქიზიყის უძველესი ისტორია
კატეგორია: კულტურული ტური
პერიოდი: ინფორმაცია არ არის
მდებარეობა: საქართველო



ტურის ღირებულება


აღწერა

ქიზიყის უძველესი ისტორია. რატომ არ გვასვენებს წარსული, რატომ გვინდა ვიცოდეთ უფრო მეტი მასზე? იმიტომ, რომ სინამდვილეში წარსული სადღაც უკან კი არა, ჩვენშია – თავად დავატარებთ. ამიტომაც ვძლიერდებით საამაყო წარსულით, ვიხედებით მასში თამამად, რადგან “იქიდან კარგი ამბავი მოდის.” ერთ-ერთი ასეთი უბატონო ქიზიყის ამბავია. მაშ ასე, Travel in Georgia“  გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას იმოგზაუროთ ჩვენთან ერთად  უძველეს ისტორიულ ადგილებში, იქ სადაც არასდროს ყოფილხართ, აღმოაჩინოთ თქვენთვის უცნობი მხარე და გაიგოთ მისი უცნობი ისტორია. გამოიყენეთ შანსი და გაიცანი უცნობი მხარე, შეიგრძენით წარსული დღეები და თქვენც გახდით    მისი ნაწილი.

სანახავი ობიექტები:

  • სოფ. ანაგა – მთავარანგელოზის მამათა მონასტერი

  • სოფ. ბოდბისხევი – წმ. ნიკოლოზის და წმ. მარიამის სახელობის ეკლესია

  • სოფ. ტიბაანი – ხირსის საკათედრო ტაძარი

  • სოფ. ოზაანი – ამაღლების ეკლესია

  • სოფ. არბოშიკი – წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესია

  • სოფ. მირზაანი – ალავერდის ეკლესია.

  • სოფ. მაჩხაანი – წმ. გიორგის ეკლესია.

  • სოფ. ბოდბე – წმ. ნინოს სახელობის მონასტერი.

  • ქ.სიღნაღი

მინიშვნელოვანია რომ, თვითოეულ სოფელს და ტაძარს  დიდი ისტორია / წარსული გააჩნია

ტურის დეტალები:

– ტურის სახეობა: ისტორიულ – შემეცნებითი

– ტრანსპორტი: კომფორტული მიკროავტობუსი

– მარშრუტი:თბილისი-ანაგა-ბოდბისხევი-ტიბაანი-ოზაანი-არბოშიკი – მაჩხაანი – სიღნაღი – თბილისი.

– ტურის სირთულე: მარტივი

– ფეხით გასავლელი მანძილი:საერთო ჯამში  6/7 კილომეტრი

– ხანგრძლივობა: 1 დღე

ფასში შედის:

  • ტრანსპორტირება

  • გამყოლი (კომპანიის წარმომადგენელი)

  • გიდი

  • პირველადი დახმარება (საჭიროების შემთხვევაში)

  • სამწვადე და შოთი (დანარჩენი საკვები ყველას მოგვაქვს ინდივიდუალურად.)

  • ინტელექტუალური გასართობი თამაშები

გასათვალისწინებელი საკითხები :

  • შეკრების ადგილას არ ვაგვიანებთ.

  • თან იქონიეთ პირადობის მოწმობა

  • ჩაცმულობა კომფორტული (სპორტული).

  • თან იქონიეთ თბილი მოსაცმელი,სალაშქრო ფეხსაცმელი,ჯოხი,სათვალე და წყალი.

  • ტური ჩატარდება ამინდის მიუხედავად .

  • ორგანიზატორის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ვიხსნით პასუხისმგებლობას.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.



ფოტო გალერა

გადიდება
გადიდება
გადიდება


გაქვთ შეკითხვა?

თქვენი სახელი / გვარი
თქვენი ელ. ფოსტა
შეკითხვა
უსაფრთხოების კოდი



კომენტარები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.