ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
თბილისი-მცხეთა-კახეთი-ბორჯომი-თბილისი (8 დღე / 7 ღამე)
კატეგორიები
თბილისი-მცხეთა-კახეთი-ბორჯომი-თბილისი (8 დღე / 7 ღამე)
კატეგორია: კულტურული ტური
პერიოდი: ინფორმაცია არ არის
მდებარეობა: საქართველო



ტურის ღირებულება


აღწერა

1 დღე: ჩამოფრენა თბილისში. ტრანსფერი სასტუმროში. ქალაქის გაცნობითი ექსკურსია. ვახშამი სასტუმროში.

2 დღე: საუზმე სასტუმროში და გამგზავება საქართველოს უძველეს ქალაქ მცხეთაში. ჯვრის მონასტრის დათვალიერება. ანანურის ციხესიმაგრე, ქალაქ მცხეთაში გასეირნება, სვეტიცხოველის დათვალიერება ( შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში). დაბრუნება თბილისში და გზად უგემრიელესი ქართული სამზარეულოს დაგემოვნება – “სალობიეში”.

3 დღე: საუზმე. გამგზავრება ტახეთის რეგიონში. დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მონახულება. გამგზავრება  სიყვარულის ქალაქში – სიღნაღი, ძველი ციხესიმაგრის დათვალიერება საიდანაც იშლება ალაზნის ველის ულამაზესი ხედი.ბოდბის მონასტრის დათვალიერება. გამგზავრება  თელავში, განთავსება სასტუმროში და უგემრიელესი ვახშამი ტრადიციულ კახურ რესტორანში. 

4 დღე:  საუზმე. თელავის დათვალიერება, ალავერდის მონასტრის დათვალიერება (შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში). გამგზავრება თბილისში. განთავსება სასტუმროში. თავისუფალი დრო. ვახშამისასტუმროში. 

5 დღე: საუზმე, გამგზავრება ჯავახეთის რეგიონში. ვარძიის კომპლექსის მონახულება და გამგზავრება ახალციხეში. რაბათის ციხის დათვალიერება. სადილი და განთავსება სასტუმროში. თავისუფალი დრო. ვახშამი სასტუმროში.

6 დღე: საუზმე. გამგზავრება ბორჯომში. ბორჯომის პარკის მონახულება და უნიკალური მინერალური წყლის – ბორჯომის დაგემოვნება, რომელიც ამოდის მიწის ზედაპირზე 10 კმ-ის სიღრმიდან. ლიკანის საკურორტო კომპლექსის და რომანოვების სასახლის მონახულება. სადილი. გამგზავრება თბილისში. სასტუმროში განთავსება და ვახშამი.

7 დღე: საუზმე. გამგზავრება თბილისში. გზაზე ჯვრის მონასტრის მონახულება, რომელიც შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. მცხეთის ულამაზესი ქალაქის მონახულება, გასეირნება მის ვიწრო საოცარ ქვაფენილიან ქუჩებში. სვეტიცხოველი – საოცარი მონასტერი, სადაც ინახება იესოს კვართი და მონასტერი აგრეთვე შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. სადილი. გამგზავრება თბილისში. თავისუფალი დრო. ვახშამი სასტუმროში.

8 დღე: საუზმე სასტუმროში და ტრანსფერი აეროპორტში.

www.travelingeorgia.ge

 



ფოტო გალერა
ინფორმაცია არ არის


გაქვთ შეკითხვა?

თქვენი სახელი / გვარი
თქვენი ელ. ფოსტა
შეკითხვა
უსაფრთხოების კოდი



კომენტარები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.