სასტუმრო Best Western Kutaisi მდებარეობს საქართველოს საკანონმდებლო დედაქალაქის, ქუთაისის ცენტრში. სასტუმროდან რამდენიმე ნაბიჯშია თეთრი ხიდი, რომელსაც პირდაპირ მივყავართ ქალაქის ისტორიულ ცენტრში: სიფრთხილით აღდგენილი პატარა ფილაქნის ქუჩები და ერთსართულიანი შენობები, რომლებიც ნამდვილი ხიბლია მათი სტუმრებისთვის. ადგილობრივი მოსახლეობის თბილი სტუმართმოყვარეობა და შეუდარებელი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები – ბაგრატის ტაძარი და გელათის მონასტერი, აქცევენ ქუთაისს ქართველი და უცხოელი ტურისტების ერთ–ერთ ძირითად დანიშნულებად.
თანამედროვე ინტერიერისა და პრემიუმ კომფორტის მქონე ჩვენი 45 მყუდრო ოთახი არის სასიამოვნო გამოცდილება, როგორც დასვენებისთვის ასევე ბიზნეს ვიზიტებისთვის.
სასტუმროს შეხვედრის ოთახებს შეუძლია 100 დელეგატამდე დატევა, ფართო დასასვენებელი ადგილებით.