ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ოკაცეს კანიონი, კინჩხას ჩანჩქერი, პრომეთეს მღვიმე - სათავგადასავლო ტური Best Western Kutaisi-სგან
29 აგვისტო, 2018

მათთვის ვისთვისაც ზაფხული დაუვიწყარი მოგონებების, მოგზაურობისა და უცნობი ადგილების აღმოჩენის დროა, ქუთაისში პირველი ბრენდირებული სასტუმრო, Best Western Kutaisi დაუვიწყარ ტურებს აწყობს.

თავგადასავლების მოყვარულებო, ეს შესაძლებლობა ხელიდან ნამდვილად არ უნდა გაუშვათ, რადგან სასტუმროს შემოთავაზება შესაძლებლობას გაძლევთ მოინახულოთ იმერეთის ყველაზე გამორჩეული ბუნებრივი ღირსშესანიშნაობები.

ოკაცეს კანიონი

ოკაცეს კანიონის ბუნების ძეგლია, რომელიც მდებარეობს იმერეთის რეგიონში, ხონის მუნიციპალიტეტში,  კანიონი მდებარეობს მდინარე ოკაცეს ხეობაში. მდინარის სიგრძე 14 კილომეტრია, ხოლო კანიონის სიგანე ზოგან 3–6 მეტრი, ზოგან 15–20 მეტრია, სიღრმე კი 20-დან 100 მეტრამდე მერყეობს. კანიონს ამშვენებს რამდენიმე წყალუხვი ჩანჩქერი.

ოკაცეს კანიონის მეტად საინტერესო 2-3 საათიანი საფეხმავლო მარშრუტი დადიანების ისტორიულ ტყე-პარკსა და 780 მ სიგრძის კიდულ ბილიკს გაივლის და პანორამული გადასახედით სრულდება.

კინჩხას ჩანჩქერი

ოკაცეს კანიონის მონახულებისას ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ აგრეთვე ნახონ კინჩხას (ოკაცეს) ჩანჩქერი. ეს ბუნების ძეგლი წარმოადგენს მდინარე საწისქვილოს ხეობაში, სამ საფეხურად გადმომავალ ჩანჩქერების კასკადს. პირველის სიმაღლე დაახლოებით 25 მეტრია, ხოლო მეორე ჩანჩქერის სიმაღლე 70 მეტრამდედე აღწევს. ნაკადის მდ. საწისქვილოსთან შეერთების შემდეგ 20 მეტრში წარომიქეაბა კასკადის მესამე დაახლოებით 35 მ სიმაღლის საფეხურის, რომელიც საბოლოო ჯამში ულამაზეს სანახაობას ქმნის.

და ბოლოს პრომეთეს მღვიმე

პრომეთეს მღვიმეც იმერეთის რეგიონში მდებარეობს, კერძოდ კი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში. მისი სიგრძე 1,8 კმ-ია და მიწის ზედაპირიდან 40 მ-ის სიღრმეშია წარმოქმნილი.

ბარემული ასაკის სქელშრეებრივ კირქვებში გამომუშავებული მღვიმე, ულამაზესი ნაღვენთი ფორმებით გამოირჩევა, აქ ნახავთ განსაკუთრებული ფორმის სტალაქტიტებს, სტალაგმიტებს, სტალაგნატებს, ჰელიქტიტებს, გაქვავებულ ჩანჩქერებსა და ჩამოკიდებულ ქვის ფარდებს.

სასტუმროს შეთავაზებაში ასევე შედის სასტუმროში განთავსება. კომფორტულ და უმაღლესი დონის ნომრებში, ასევე საუზმე  კაფე Tizziani-ში, რომელიც სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.

ასე რომ, თავგადასავლების მოყვარულებო, არ გამოტოვოთ ასეთი კარგი შემოთავაზება და იჩქარეთ, რადგან დრო მხოლოდ 15 სექტემბრამდე დაგრჩათ.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: +995 32 2 197 100

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.