ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ციტრუსი
კატეგორიები

საჭირო ინფორმაცია

განთავსების საშუალებები

სამკურნალო და გამაჯანსაღებელი ტურიზმი

კვების ობიექტები

ღვინის ტურიზმი

ტურისტული კომპანიები და ორგანიზაციები

გართობა

საქმიანი ტურიზმი

რეგიონალური თვითმართველობები

ციტრუსი
კატეგორია: 4 * სასტუმროები
რეგიონი: თბილისი
მისამართი: Tbilisi, 9 აპრილის ქ. #3
ტელეფონი: +995 322 550300
ვებ-გვერდი: http://hotelcitrus.ge
1623



აღწერა
დაისვენეთ ყველაზე მშვიდ გარემოში, ხმაურიანი თბილისის გულში!
ქალაქის ცენტრში მდებარე 4*-იანი სასტუმრო ციტრუსი, თავისუფლების მოედანთან და რუსთაველის გამზირთან ახლოს მდებარეობს. აქვეა მუზეუმები, საგამოფენო ცენტრები, მოდური მაღაზიები, სამხატვრო გალერეები, რესტორნები, თეატრები და ოპერა.  ხმაურიანი თბილისის ცენტრში ციტრუსი ყველაზე წყნარი და დაცული სასტუმროა, სადაც დასვენება სიამოვნებაა.
36 ნომერი, მათ შორის სტანდარტული, საოჯახო, სტუდიო, ოთახი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, ნახევრად ლუქსი და ლუქსი, კეთილმოწყობილია და მოიცავს  სამუშაო სივრცეს, თმის საშრობს, სეიფს,  ინდივიდუალურ კლიმატ კონტროლს. ყველა ოთახიდან იშლება  ქალაქის გასაოცარი ხედები. სასტუმროში ყოფნისას შეგიძლიათ ისარგებლოთ ამ და მრავალი სხვა მომსახურებით.
სასტუმრო ციტრუსი სრულად უწევს ორგანიზებას სხვადასხვა  ღონისძიებებს, სარესტორნო მომსახურებისა და ბიზნეს შეხვედრების ჩათვლით. გვაქვს 3 საკონფერენციო დარბაზი, რომლებიც იტევს 20, 50 და 100 დელეგატს.
ჩვენს ლობი რესტორანში შეგიძლიათ დააგემოვნოთ ევროპული და ქართული კერძები,  მიირთვათ მსოფლიოში ცნობილი ქართული ღვინოები და კოქტეილები. ცნობილი ბარმენები და შეფ-მზარეული მხოლოდ თქვენთვის მოამზადებენ თავიანთ ქმნილებებს და დახვეწილი მუსიკის თანხლებით დატკბებით დასვენებით.
სასტუმრო ციტრუსი საუკეთესო არჩევანია მოგზაურებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ბიზნესით, ოჯახთან ერთად დასვენებით, კერძებითა და საყიდლებზე სიარულით.
სიმშვიდე მხოლოდ სულიერი მდგომარეობა როდია, მას ჩვენ ვქმნით თქვენთვის!


ნომრები
ინფორმაცია არ არის


სასტუმროს სერვისები
ინფორმაცია არ არის


ფოტო გალერეა


ვიდეო გალერეა
ინფორმაცია არ არის



24 ოქტომბერი, 2016
რით არის გამორჩეული თქვენი სასტუმრო? სასტუმრო „ციტრუსი,“2015 წლის 24 აპრილს, ქალაქის ცენტრში,...


კომენტარები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.