ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
საქართველოს ავტო მოტო ტურიზმის ფედერაცია
კატეგორიები

საჭირო ინფორმაცია

განთავსების საშუალებები

სამკურნალო და გამაჯანსაღებელი ტურიზმი

კვების ობიექტები

ღვინის ტურიზმი

ტურისტული კომპანიები და ორგანიზაციები

გართობა

საქმიანი ტურიზმი

რეგიონალური თვითმართველობები

საქართველოს ავტო მოტო ტურიზმის ფედერაცია
კატეგორია: ტურისტული და არასამთავრებო ორგანიზაციები
რეგიონი: თბილისი
მისამართი: თბილისი, ინფორმაცია არ არის
ტელეფონი: 593396064
ვებ-გვერდი: http://www.autotourism.org
2511



აღწერა
,,საქართველოს ავტო-მოტო ტურიზმის ფედერაცია“ (სამტფ) ჩამოყალიბდა 2010 წელს, როგორც არასამეწარმეო, არაკომერციული ორგანიზაცია, მის დამფუძნებლებს მიზნად აქვთ დასახული ააღორძინონ საქართველოში ავტო-მოტო ტურიზმი, კავშირი დაამყარონ ევროპასა და აზიის ქვეყნების ავტო-მოტო ტურიზმის მესვეურებთან და ტურისტებთან, უმასპინძლონ მათ კავკასიაში, ხოლო ჩვენმა ავტო ტურისტებმა მოინახულონ სხვა და სხვა ქვეყნები და მათი ღირსშესანიშნაობანი.
ყოველივე ამისათვის საქართველოს რეგიონებში შეიქმნება ავტო-მოტო ტურიზმის საკემპინგე ინფრასტრუქტურა, რომელიც სტუმრებს საშუალებას მისცემს იმოგზაურონ და დაისვენონ ამიერკავკასიაში (საქართველო,სომხეთი,აზერბაიჯანი). ავტო მოტო ტურიზმის მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ დაბანაკდნენ ტურისტულ კემპინგებში, რომლებიც განლაგებულნი იქნებიან, როგორც დაბლობ, ასევე მაღალმთიან რაიონებში. პილოტებს და მათ თანმხლებ ეკიპაჟს მოუხდებათ რთული რელიეფის მაღალი (2000-3000მ) გადასასვლელების, მთის, უდაბნოს სხვადასხვა, დაბრკოლებების (აღმართ-დაღმართი, უგზოობა და ა.შ) გადალახვა.
გარდა ამისა მსურველებს ელოდებათ საინტერესო საფეხმავლო ეგზოტიკური ლაშქრობები, ისინი დაცულ ტერიტორიებსა და ნაკრძალებში დაათვალიერებენ, კანიონებს, მღვიმეებს, ხეობებს, ასევე გადალახავენ ძნელად გასავლელ სასიმაღლო და სათავგადასავლო ბილიკებს. ტურისტებს კეთილმოწყობილ კემპინგებში ელოდებათ დასვენებისა და გართობის უამრავი ორიგინალური, დასამახსოვრებელი ღონისძიება.
დახარჯული ენერგიის რეაბილიტაციის შემდეგ ავტო-მოტო მოგზაურები გადაადგილდებიან მომდევნო რეგიონში, სადაც მათ დახვდებათ განსხვავებული ენდემური ბუნებრივი და ისტორიულ -კულტურული, ღირებულებანი.
ტურისტები შეძლებენ გაეცნონ, ქართულ -კავკასიურ ტრადიციებს, წესჩვეულებებს, სტუმართმოყვარეობას, უგემრიელეს ეროვნულ კერძებს და ღვინოებს, ასევე ინადირონ, ითევზაონ და იჯომარდონ. სათავგადასავლო და შემეცნებითი ტურები სტუმრებს მიანიჭებს დაუვიწყარ სიამოვნებას.


ფოტო გალერეა
ინფორმაცია არ არის


ვიდეო გალერეა
ინფორმაცია არ არის


ინფორმაცია არ არის


კომენტარები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.