ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
მარან-მუზეუმი - ნუმისი
კატეგორიები

საჭირო ინფორმაცია

განთავსების საშუალებები

სამკურნალო და გამაჯანსაღებელი ტურიზმი

კვების ობიექტები

ღვინის ტურიზმი

ტურისტული კომპანიები და ორგანიზაციები

გართობა

საქმიანი ტურიზმი

რეგიონალური თვითმართველობები

მარან-მუზეუმი - ნუმისი
კატეგორია: ღვინის მწარმოებლები და მარნები
რეგიონი: კახეთი
მისამართი: გურჯაანი, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხე
ტელეფონი: 599 561031 571165519
ვებ-გვერდი: ინფორმაცია არ არის
2720



აღწერა
„ნუმისი“ გურჯაანის რაიონის, სოფელ ველისციხის უძველესი მარანია, რომელიც XVI საუკუნით თარიღდება. მარნის შენობა კახური ხუროთმოძღვრების კლასიკური ძეგლია, აშენებული რიყის თეთრი ქვით და ოთხკუთხა ქართული აგურით. გარედან, ერთი შეხედვით, თითქოს მცირე ზომის და მოკრძალებული, მაგრამ ინტერიერი გვეგებება ვრცელი სივრცით, რომელიც გვაკვირვებს გრანდიოზულობითა და მეტად საინტერესო თაღოვანი ღვინის შესანახი შესანიშნავი სარდაფით, ქვითკირის საწნეხელით, სხვადასხვა ზომის 33 თიხის ქვევრითა და ვრცელი მანსარდით.
მარანში გახსნილია მუდმივმოქმედი გამოფენა, რომელშიც დაცულია სხვადასხვა ეპოქის თიხის, მინის, სპილენძის და ხის ჭურჭელი, აგრეთვე სხვა ნივთებიც. ისინი მოგვითხრობენ ქართული მეღვინეობის და ეთნოგრაფიის მრავალსაუკუნოვან ისტორიასა და კულტურაზე, ძველი დროის ველისციხელ ღვინის მწარმოებლებზე და სოფლის წარსულზე. კოლექციაში გამორჩეული ადგილი უკავია ძველი წელთაღრიცხვის III-II საუკუნეში დამზადებულ ღვინის მრავალფეროვან თიხის ჭურჭელს და ქალის სამკაულებს, ყელსაბამებს, ბეჭდებს, XVIII საუკუნის სპილენძის ღვინის ჭურჭელს, ძველ ხალიჩებს, ნოხებს და ავეჯს. მეტად საინტერესოა ძველი ფრანგული „მარმონიეს“ ფირმის ყურძნის საჭყლეტი დანადგარი, ძველი გერმანული ღვინის გადასაღები ტუმბო, ძველი ხის საწნეხელი და მრავალი მეტად საინტერესო ისტორიული ექსპონატი. მარნის ეზოში დგას მარცვლეულის შესანახი ძველი ხის ბეღელი, კახური შოთის პურის საცხობი, უსურვაზით მოწნული თონე, იქვე ავლებენ კახურ ჩურჩხელებს.
მარნის მარჯვენა მხარეს მოწყობილია ისლით გადახურული მშვენიერი ფანჩატური, სადაც სტუმრებს უმასპინძლდებიან საუკეთესო კახურ-ევროპული ტიპის ღვინოებითა და კერძებით.
მარნის დათვალიერების და სასმელების დაგემოვნების პროცესში ჩნდება შეგრძნება იმის, რომ ღვინის წარსულში მოგზაურობ და თითქოს შენთან ერთად დადიან ძველი ქართველი მევენახე მეღვინეები, რომლებმაც შექმნეს ეს საოცარი ვაზისა და ღვინის კულტურა. მარნის ირგვლივ კი დაინახავ თვალუწვდენელ რქაწითელისა და საფერავის ზვარს, რომელიც ოდესღაც მარანს ერტყა გარს და გაიგონებ ძველ ხალხურ სიმღერას ველისციხის ღვინოებზე.
მობრძანდით, მიირთვით ველისციხური ღვინო, ქართული ტრადიციული კერძები, მოისმინეთ არაჩვეულებრივი კახური სიმღერები და დაათვალიერეთ უნიკალური მუზეუმი.


პროდუქცია
ინფორმაცია არ არის


ფოტო გალერეა


ვიდეო გალერეა

ჩვენება


ინფორმაცია არ არის


კომენტარები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.