ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ოლიმპიკი
კატეგორიები

საჭირო ინფორმაცია

განთავსების საშუალებები

სამკურნალო და გამაჯანსაღებელი ტურიზმი

კვების ობიექტები

ღვინის ტურიზმი

ტურისტული კომპანიები და ორგანიზაციები

გართობა

საქმიანი ტურიზმი

რეგიონალური თვითმართველობები

ოლიმპიკი
კატეგორია: საცურაო აუზები
რეგიონი: თბილისი
მისამართი: თბილისი, თბილისი. ჩოლოყაშვილის ქ., კვ. 1, 5ბ
ტელეფონი: 2 772 773, 2 773 772
ვებ-გვერდი: http://www.olympic.ge
3147



აღწერა

სასწავლო-საწყლოსნო  კომპლექსი  „ოლიმპიკი“   დღეისათვის  ყველაზე  მასშტაბური,  ევროპული  სტანდარტების  მქონე  ცენტრია  საქართველოში,  სადაც  შესაძლებელია  საერთაშორისო  საწყლოსნო  ტურნირების  ჩატარება  და  ყველა  იმ  სერვისების  მიღება,  რაც  თავისუფალი  დროის  გატარების  ჯანსაღ  წესთან,  ჯანმრთელობასთან  და  სხეულის  სილამაზესთან  არის  დაკავშირებული.

      სასწავლო-საწყლოსნო  კომპლექსი  „ოლიმპიკი“   ევროპისა  და  მსოფლიოს  საწყლოსნო  ფედერაციების  ( FINA  და  LEN )  სტანდარტების  დაცვითაა  აშენებული,  რაც  საშუალებას  იძლევა  საქართველოში  მსოფლიო  დონის  ტურნირების  ჩასატარებლად.

 

         სასწავლო-საწყლოსნო  კომპლექსი   „ოლიმპიკი“გთავაზობთ:

  • 50 მეტრის  სიგრძის  „ოლიმპიურ“  აუზს,  რომელიც  ემსახურება  როგორც  სპორტსმენებს,  ასევე  მოყვარულებს;
  • 17  მეტრის  სიგრძის  „სავარჯიშო“  აუზს  სადაც  ტარდება  აკვეაერობიკის  და  ცურვის  სწავლების  გაკვეთილები;
  • 10  მეტრის  სიგრძის  მცირე  აუზს - „საჭყუმპალაოს“,  რომელიც  განკუთვნილია  5-დან  11-წლამდე  ბავშვებისათვის;
  • სატრენაჟორო  დარბაზს;
  • ფიტნეს  სტუდიას;   
  • სოლარიუმს;
  • მასაჟის  კაბინეტს;
  • ფინურ  საუნას;
  • სილამაზის  სალონს;
  • სამედიცინო  კაბინეტს;
  • კაფეს;
  • ღია  ტერასას  ( 500 მ2 );
  • სპორტული  საქონლის  მაღაზიებს;
  • საპრეზენტაციო  დარბაზს;
  • ავტომობილებისა  და  ველოსიპედეპის  პარკინგს.


ფოტო გალერეა


ვიდეო გალერეა
ინფორმაცია არ არის


ინფორმაცია არ არის


კომენტარები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.