ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
საერთაშორისო საფარი კლუბი კავკასია
კატეგორიები

საჭირო ინფორმაცია

განთავსების საშუალებები

სამკურნალო და გამაჯანსაღებელი ტურიზმი

კვების ობიექტები

ღვინის ტურიზმი

ტურისტული კომპანიები და ორგანიზაციები

გართობა

საქმიანი ტურიზმი

რეგიონალური თვითმართველობები

საერთაშორისო საფარი კლუბი კავკასია
კატეგორია: ტურისტული და არასამთავრებო ორგანიზაციები
რეგიონი: თბილისი
მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი 118
ტელეფონი: +995 32 2343389
ვებ-გვერდი: http://www.scicaucasus.com
2336



აღწერა
“საერთაშორისო საფარი კლუბი კავკასია” გახლავთ არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი, რომელმაც კავკასიის მასშტაბით ორგანიზება გაუკეთა “საერთაშორისო საფარი კლუბ”-ში (შჩI) პირთა გაერთიანებას. 2011 წლის 27 აგვისტოს შჩI-ის გამგეობის გადაწყვეტილებით დამტკიცდა “საერთაშორისო საფარი კლუბი საქართველო, კავკასიის წარმომადგენლობა”
კლუბის უმთავრესს ამოცანას წარმოადგენს გააერთიანოს ყველა დაინტერესებული მხარე საერთო მიზნისთვის: დაიცვას ნადირობის თავისუფლების უფლებები არა გარემოს ხარჯზე, არამედ ბუნების დაცვითა და მხარდაჭერით, ფლორისა და ფაუნის გამრავლების წახალისებით. ჩვენ გვჯერა, რომ მონადირე არის ბუნების საუკეთესო მეგობარი, რომელსაც განსაკუთრებით ესმის და თანაუგრძნობს ბუნებას.
ჩვენი ორგანიზაცია რეკომენდაციებს უწევს მთავრობას, კერძო სექტორსა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რათა გავაერთიანოთ ყველა ძალისხმევა კავკასიაში სამონადირეო ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის. მიზანშეწონილია ჩვენი ქმედებები დავყოთ ეტაპებად და განვსაზღვროთ პრიორიტეტულობა იმის მიხედვით თუ რომელი ნაბიჯი უნდა გადაიდგეს პირველ რიგში:
√ კავკასიაში ფლორის დეტალური შესწავლა და მისი სწორი განვითარების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება
√  საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა
√  სანადირო მეურნეობების განვითარება
√  უსაფრთხოდ ნადირობის ერთიანი წესების შემუშავება
√  სანადირო პოტენციალის რეკლამირება როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ბაზრებზე
√  ნადირობის წესებზე და ტრადიციებზე საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზება მსურველ მოზარდთა და ზრდასრულთათვის
სანადირო ტურიზმის ეტაპობრივი განვითარების მიზნით, ზემოაღნიშნული ნაბიჯებთაგან შეიძლება და აუცილებელიც არის ზოგიერთი მათგანის ერთდროულად განხორციელება, თუმცა წინამდებარე ნაბიჯის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მომდევნო ნაბიჯი ნაკლებად ეფექტური იქნება.

 



ფოტო გალერეა
ინფორმაცია არ არის


ვიდეო გალერეა
ინფორმაცია არ არის


ინფორმაცია არ არის


კომენტარები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.