ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
საქართველოს პრეზიდენტი
კატეგორიები

საჭირო ინფორმაცია

განთავსების საშუალებები

სამკურნალო და გამაჯანსაღებელი ტურიზმი

კვების ობიექტები

ღვინის ტურიზმი

ტურისტული კომპანიები და ორგანიზაციები

გართობა

საქმიანი ტურიზმი

რეგიონალური თვითმართველობები

საქართველოს პრეზიდენტი
კატეგორია: საქართველოს მთავრობა
რეგიონი: თბილისი
მისამართი: თბილისი, მ. აბდუშელიშვილის ქ. №1; 0103
ტელეფონი: (+995 32) 28-27-36
ვებ-გვერდი: http://www.president.gov.ge
1873



აღწერა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად 2013 წლის 27 ოქტომბერს აირჩიეს. ყოფილი ვიცე-პრემიერი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მტკიცე დემოკრატი და რეფორმატორია, რომელმაც მანამდე პოლიტიზირებული განათლების სისტემის არსებითი გარდაქმნის პროცესი დაიწყო. 2013 წლის მაისში  უპარტიო გიორგი მარგველაშვილი მმართველმა კოალიციამ „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანიდადატად დაასახელა, რომელმაც დამაჯერებლად გაიმარჯვა ხმათა 62,18 პროცენტით.

გიორგი მარგველაშვილის წარსული დაკავშირებულია პოლიტიკასთან, საზოგადოებრივ და საგანმანათლებლო საქმიანობასთან. 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური კოალიციის გამარჯვების შემდეგ „ქართული ოცნების“ მთავრობასთან შეერთებამდე, გიორგი მარგველაშვილი ცნობილი იყო, როგორც პოლიტიკური ექსპერტი. მას ათ წელზე მეტ ხანს ეკავა სხვადასხვა, მათ შორის, რექტორის თანამდებობა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA), რომელიც წამყვანი უმაღლესი განათლების ცენტრია სახელმწიფო მართვის, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ჟურნალისტიკის მიმართულებით.

 

განათლება

ბატონმა მარგველაშვილმა 1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მოიპოვა ფილოსოფიურ მეცნიერებათა ხარისხი. 1993-1994 წლებში სწავლა განაგრძო ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში  (ჩეხეთი - პრაღა), ხოლო 1993-1996 წლებში - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში. 1998 წელს გიორგი მარგველაშვილმა მოიპოვა ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

 

კარიერული გზა

ბატონი მარგველაშვილი მთელი ცხოვრების მანძილზე დაინტერესებული იყო ალპინიზმით. ადრეულ 90-იანებში მუშაობდა, როგორც მთამსვლელთა გიდი სხვადასხვა სამოგზაურო კომპანიის, მათ შორის „კავკასუს თრეველის“-თვის.

1996-1997 წლებში ასწავლიდა ფილოსოფიასა და კულტუროლოგიას თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში.  1995-დან 2000 წლის ჩათვლით იყო ადგილობრივი მთავრობის ექსპერტი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI - ამერიკული ორგანიზაცია, რომელიც ორიენტირებულია მსოფლიო მასშტაბით დემოკრატიის გაძლიერებაზე) თბილისის ოფისში. მომდევნო 12 წელი, 2000-დან 2012 წლის ჩათვლით, გიორგი მარგველაშვილი მუშაობდა სხვადასხვა მმართველ პოზიციაზე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA), მათ შორის ორჯერ (2000-2006, 2010-2012 წლებში) ეკავა რექტორის თანამდებობა. 2006-2010 წლებში მუშაობდა GIPA-ს კვლევითი დეპარტამენტის ხელმძღვანელად.

გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკაში ჩაერთო  2003 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, როდესაც ის შეუერთდა ოპოზიციურ ბლოკს ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარის - ზურაბ ჟვანიას ხელმძღვანელობით. მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ის იყო მთავრობის ღია კრიტიკოსი და აფასებდა მას კორუმპირებულ და ავტორიტარულ ხელისუფლებად. ინარჩუნებდა რა პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, გიორგი მარგველაშვილი იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ კოალიცია „ქართული ოცნების“ კამპანიისას.

საპარლამენტო არჩევნებში კოალიციის გამარჯვების შემდეგ გიორგი მარგველაშვილი დაინიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრად. მისი ინიციატივები მოიცავდა პედაგოგთა ხელფასების არსებით ზრდასა და ინვესტირებას სკოლების ინფრასტრუქტურულ განახლებაში. 2013 წლის თებერვალში, მინისტრობასთან შეთავსებით, დაინიშნა პირველ ვიცე-პრემიერად და ამ რანგში აქტიურად თანამშრომლობდა პრემიერ-მინისტრთან. 2013 წლის ოქტომბრის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელების გამო, საკუთარი სურვილით დატოვა აღნიშნული თანამდებობა.

 

პირადი ცხოვრება

გიორგი მარგველაშვილი არის 44 წლის. ჰყავს მეუღლე მაკა ჩიჩუა (მხატვარი, მსახიობი) და ორი შვილი - ანა მარგველაშვილი (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტი) და თეიმურაზ მარგველაშვილი.

თავისუფალ დროს გიორგი მარგველაშვილი უთმობს ფეხით სიარულს, ცხენოსნობას და მასპინძლობს მეგობრებს დუშეთის სახლში.

 

წყარო:  https://www.president.gov.ge/ge/President/Biography 



ფოტო გალერეა
ინფორმაცია არ არის


ვიდეო გალერეა
ინფორმაცია არ არის


ინფორმაცია არ არის


კომენტარები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.