ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
მეღვინეობა ხარება
კატეგორიები

საჭირო ინფორმაცია

განთავსების საშუალებები

სამკურნალო და გამაჯანსაღებელი ტურიზმი

კვების ობიექტები

ღვინის ტურიზმი

ტურისტული კომპანიები და ორგანიზაციები

გართობა

საქმიანი ტურიზმი

რეგიონალური თვითმართველობები

მეღვინეობა ხარება
კატეგორია: ღვინის მწარმოებლები და მარნები
რეგიონი: თბილისი
მისამართი: თბილისი, თბილისი. აღმაშენებლის ხეივ. 6 კმ.
ტელეფონი: 249 77 70
ვებ-გვერდი: http://www.winery-khareba.com
4021



აღწერა

ღვინის მწარმოებელი კომპანია "მეღვინეობა ხარება"უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული; კომპანია მუშაობს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და ღვინის წარმოებაზე, როგორც უძველესი მეთოდით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით, შესაბამისად კომპანია მაღალი ხარისხის ღვინოებს აწარმოებს

თანამედროვე ბაზრისა და ტექნოლოგიების განვითარების გათვალისწინებით "მეღვინეობა ხარება"-მ მოახდინა არსებული ქარხნის რეორგანიზაცია და მნიშვნელოვნად დახვეწა ქარხნის ტექნიკური აღჭურვილობა. კომპანიას პირად საკუთრებაში გააჩნია 1000 ჰექტარი მიწა, რომელზეც გაშენებულია უნიკალური ქართული და ევროპული ვაზის ჯიშები, საიდანაც შესაბამისად მზადდება მაღალი ხარისხის ღვინოები. ღვინოების წარმოება ხდება აღმოსავლეთში - კერძოდ კახეთში და დასავლეთში - იმერეთში, რაჭასა და ლეჩხუმში.

ღვინის წარმოება აღმოსავლეთში

ყვარელში ღვინო ინახება 7,7 კმ სიგრძის გვირაბში, რომელიც კავკასიონის ქედის ქვის (კლდის) მასივშია გამოჭრილი. მასივი შეიცავს გრანიტს, რომელიც გარშემორტყმულია თიხოვანი ფიქალის ფენებით. წელიწადის ნებისმიერ დროს შენარჩუნებულია 10ჩ-11ჩ ტემპერატურა. აქ მიმდინარეობს მუხის კასრებში ღვინის დაძველება

ყურძნის მიღება-დამუშავება ხდება ვაჩნაძეანში, რომლის ისტორია დაკავშირებულია კახეთის გამოჩენილ თავადებთან, ჯანდიერებსა და ვაჩნაძეებთან. მე-17 საუკუნიდან ჯანდიერები, ისევე როგორც ვაჩნაძეები გამოჩენილ დიდგვაროვანთა რიცხვს მიეკუთვნებოდნენ ძველი ჰერეთის ტერიტორიაზე. ჯანდიერების უაღრესად დიდი წვლილისა და ძალისხმევის შედეგად მტრების შემოსევებისაგან განადგურებული ღვინის ქარხანა კვლავ აღორძინებულ იქნა 1877 წელს, რითაც საფუძველი ჩაეყარა ქართული ღვინის კულტურის პოპულარიზაციას. აღსანიშნავია ის ფაქტორი, რომ ჯანდიერების მიერ აღორძინებული ღვინის ქარხანა დღემდე ფუნქციონირებს "მეღვინეობა ხარება"-ს მეშვეობით, რომელმაც თავისმხრივ გამორჩეული ღვინის წარმოების ტექნოლოგიითა და ხარისხით ადგილი დაიმკვიდრა მსოფლიო არენაზე და ამავე დროს სახელი გაუთქვა ქართულ ღვინოს მსოფლიო მასშტაბებით. სწორედ ამის დამადასტურებელია მრავალი ჯილდო და სიგელი. დღეს არსებული მდგომარეობით, აღნიშნული ტერიტორია გამოირჩევა უმაღლესი თანამედროვე ტექნოლოგიებითა და აღჭურვილობით.

ვენახის დამუშავება შესაძლებელია თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით. როგორც მოგეხსენებათ, კახეთი მდიდარია ნოყიერი ნიადაგით, რაც წინაპირობაა წარმატებული ღვინის წარმოებისა. კირით მდიდარი კახეთის მიწა საწინდარია უნიკალური  ჯიშების: რქაწითელის, ხიხვის, საფერავის, ქისის და სხვა დანარჩენის განვითარებისათვის.

ღვინის წარმოება დასავლეთში

წმ.გიორგისა და წმ.სერაფიმ საროველის ეკლესიების მახლობლად კომპანია "მეღვინეობა ხარება"-ს თანამედროვე ღვინის ქარხანა მდებარეობს, რომელიც 2,4 ჰექტარს მოიცავს; ის აღჭურვილია თანამედროვე იტალიური დანადგარებით და უჟანგავი ლითონისგან დამზადებული რეზერვუარებით. აქ მზადდება "მეღვინეობა ხარება"-ს პრემიუმ კატეგორიის წყნარი და ცქრიალა ღვინოები, რაც თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ცოდნის ურთიერთშერწყმის დამსახურებაა.კომპანიას გააჩნია 900 კვ.მ. საძველო მარანი, რომელიც აღჭურვილია ახალი ფრანგული მუხის კასრებით.

დასავლური ვაზის საღვინე ჯიშების თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან: ციცქა, რომლისგანაც აგრეთვე მზადდება ცქრიალა ღვინო კლასიკური მეთოდით, კრახუნა, ცოლიკოური, ოცხანური საფერე, ალადასტური, უსახელოური.

"მეღვინოება ხარება" უახლოეს მომავალში გეგმავს იმერეთის საუკეთესო მიწებზე 40 ჰა ვენახის გაშენებას, სადაც თავს მოიყრის გადაშენების პირას მისული სხვა იმერული ჯიშები, რომლებიც თავისი თვისებებით არიან უნიკალურები. 

ხარისხი

შერჩევითი რთველის დროს საუკეთესო მტევნები მიაქვთ მარანაში, სადაც იგი კვლავ გაივლის სელექციას. ეს პროცესი არის მაღალი ხარისხის ღვინის დამზადების წინაპირობის საფუძველი. ღვინოები მზადდება საუკეთესო ქართული მეღვინეობის ტრადიციებითა და ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით.

ვაზის ჯიშების მრავალფეროვნება და კლიმატის სხვადასხვა პირობები "მეღვინეობა ხარება"-ს საშუალებას აძლევს აწარმოოს მაღალი ხარისხის განმასხვავებელი ნიშნის მქონდე პროდუქტი. განსაკუთრებული მუშაობის სტილი და ასევე ღვინის განვითარება მარანში მიგვანიშნებს “ცოცხალ” ასორტიმენტზე.  მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრები გამუდმებით ცდილობენ გააუმჯობესონ ღვინოების ხარისხი.

ღვინის განვითარებისას ხაზი ესმევა ტრადიაციებისა და ინოვაციის ჰარმონიულ შერწყმას. ამიტომაც, ჩვენი ასორტიმენტი ასახავს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ტრადიციული ხელით ნაკეთობის ნაზავს. 

 

ღვინოები

"მეღვინეობა ხარება"აწარმოებს დასავლეთ საქართველოს ღვინოებს: ციცქას, კრახუნას, ცოლიკოურს, ოცხანურ საფერეს, ალადასტურს, უსახელოურს, აღმოსავლეთ საქართველოს ღვინოებს: რქაწითელს, მწვანეს, ხიხვს, ქისს, საფერავს, მუკუზანს, ქინძმარაულს, ახაშენს. 

ამ ღვინოების დაგემოვნებისას თქვენ შეიგრძნობთ ახალგაზრდა ღვინის ყვავილოვანი არომატებიდან დაწყებული დაძველებული ღვინის საუკეთესო ბუკეტით დამთავრებულ გემურ შეგრძნებებს.

"მეღვინეობა ხარებას" გააჩნია ყურძნის 25 ჯიში, 7 ადგილწარმოშობა და 50 დასახელების ღვინო.

ცქრიალა ღვინოები 

ჩვენი ხარისხიანი ცქრიალა ღვინოების მისაღებად ჩვენ ვიყენებთ ციცქას ჯიშის ყურძენს. ცქრიალა ღვინო იწარმოება კლასიკური შამპანიურის მეთოდით. დოზირება აქვს მიღებული კეთილშობილი ტკბილი ღვინისგან. მრავალწლიანი დაძველება განმასხვავებელი არომატის წინაპირობაა. იგი წარმოაჩენს თავის თავს ბალახის, სანელებლების ექსტრაქტითა და ციტრუსების არომატით.  გარდა ამისა, მას თან დაჰყვება ნაზი კარაქის ნამცხვრის გემო, რომელიც მრავალწლიანი დაძველების შემდეგ ვითარდება. ცქრიალა ღვინო გამოირჩევა თავისი უნიკალურობით, რაც მაღალი ხარისხის ღვინის პროდუქციის წარმოებაში გამოიხატება.

 



პროდუქცია
ინფორმაცია არ არის


ფოტო გალერეა
ინფორმაცია არ არის


ვიდეო გალერეა
ინფორმაცია არ არის



06 სექტემბერი, 2018
4 სექტემბერს, 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ფარგლებში კახეთში, ილიას ტბაზე ლეგენდარული...
20 აგვისტო, 2018
ჭადრაკში ყველაზე მაშტაბური მოვლენის დაწყებამდე 2 თვეზე ნაკლები რჩება, საჭადრაკო ოლიმპიადა სპორტის...
01 აგვისტო, 2018
31 ივლისს, 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის და საქართველოს ჭადრაკის...
29 ივნისი, 2018
8 ივნისს „მეღვინეობა ხარებამ“ ჩინეთში, ქალაქ შანხაიში წარმომადგენლობა გახსნა. კომპანიის...
26 ივნისი, 2018
23-24 ივნისს „მეღვინეობა ხარება“ ჭადრაკში გამართულ საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატის...
24 აპრილი, 2018
19 აპრილს ევროპაში პირველი ქართული ბრენდული ღვინის, „მეღვინეობა ხარებას“ მაღაზია იტალიის ქალაქ...
27 თებერვალი, 2018
MUNDUS VINI-ის რიგით 22-ე დეგუსტაცია 20-25 თებერვალს გერმანიის ქალაქ ნოიშთატში ჩატარდა, სადაც წარმოდგენილი იყო...
19 ივნისი, 2017
ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღვინის კონკურსზე - Les CITADELLES DU VIN-ზე, რომელიც ყოველწლიურად საფრანგეთის ქ....


კომენტარები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.