ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მეღვინეობა ხარებას წითელი და თეთრი ღვინო ჭადრაკის ჩემპიონატისთვის
01 აგვისტო, 2018

31 ივლისს, 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიება „ერთი დღე ჭადრაკის სამყაროში“ „მეღვინეობა ხარებას“ მხარდაჭერით გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში სპორტის ჟურნალისტებისა და მწერლების საჭადრაკო ტურნირი ჩატარდა. საჭადრაკო ტურნირი ნონა გაფრინდაშვილსა და ზურაბ აზმაიფარაშვილს შორის შეჯიბრით დაიწყო. მეტოქეებმა არაორდინალურ დაფაზე, სხვადასხვა ზომის ღვინის ჭიქებით ითამაშეს. თითოეულ ჭიქას შესაბამისი საჭადრაკო ფიგურის სტიკერი ჰქონდა, რომელიც თეთრი ან წითელი ღვინით სავსე იყო. ვინ რომელი ფერის ღვინით ითამაშებდა, ეს კენჭისყრით დადგინდა.

43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა 23 სექტემბერიდან - 6 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება ქ. ბათუმში. „მეღვინეობა ხარება“ ოლიმპიადის მასპინძელი კომპანიაა.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.