ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
კოლხიდა
კატეგორიები

საჭირო ინფორმაცია

განთავსების საშუალებები

სამკურნალო და გამაჯანსაღებელი ტურიზმი

კვების ობიექტები

ღვინის ტურიზმი

ტურისტული კომპანიები და ორგანიზაციები

გართობა

საქმიანი ტურიზმი

რეგიონალური თვითმართველობები

კოლხიდა
კატეგორია: 4 * სასტუმროები
რეგიონი: გურია
მისამართი: ურეკი, ოზურგეთი, ურეკი, ე. თაყაიშვილის ქუჩა # 117
ტელეფონი: +995 598 92 38 98
ვებ-გვერდი: http://www.kolkhida.ge
1968



აღწერა

ზღვისპირა კურორტ ურეკს, თავისი უნიკალური და განუმეორებელი სამედიცინო ფაქტორებით, უჭირავს მნიშვნელოვანი ადგილი ევროპის გამაჯანსაღებელ და სამკურნალო ზღვისპირა კურორტებს შორის. ამ კურორტის სამკურნალო ფაქტორები შესწავლილი და გამოკვლეულია 30 წელზე მეტ პერიოდში მკურნალობით, კურორტოლოგიისა და გ. კონიაშვილის სახელობის ფიზიოთერაპიის ინსტიტუტების და მათი ფილიალების,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, მოსკოვის კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის ინსტიტუტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის  მეცნიერთა კოლექტივების მიერ. კურორტ ურეკში მაგნიტური ველი, შექმნილი ქვიშის ტიტანომაგნეტიტური და ფერომაგნიტური ფრაქციებით და მაგნეტიტის ქვიშის მინერალოგიური შემადგენლობა რამდენჯერმე აძლიერებს ზემოაღნიშნულ მასტიმულირებელ ფაქტორს. გარდა ამისა, ჩატარებული სამეცნიერო კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ ამ მაგნეტიტის ქვიშის მაგნიტური ველი წარმოადგენს დამოუკიდებელ ძლიერ მასტიმულირებელ ფაქტორს, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებების ეფექტური მკურნალობა, თუ ეს ფაქტორი არის სწორი და გამოყენებულ იქნება საკმარისი დოზით.   მაგნეტიტური ქვიშა, მისი წარმოშობისა და დაგროვების მიზეზების კვლევა   სანაპიროს საზღვაო ზოლი მდ. სუფსიდან მდ. ნატანებამდე  300 დან 700 მ. სიგანეზე წარმოდგენილია  სხვადასხვა ხარისხის გამდიდრებული წვრილმარცვლოვანი ტიტანით და ფერომაგნეტიტური ქვიშით. ურეკის სანაპიროზე მაგნეტიტური ქვიშის არსებობის შესახებ ცნობილია XI საუკუნის დასაწყისიდან. ამის შესახებ პირველი ოფიციალური განცხადება გვხვდება აკადემიკოს გ. აბიხის სამეცნიერო ნაშრომებში, ხოლო 1887 წელს მაგნეტიტური ქვიშის საბადო დაფიქსირებულია ს. სიმონოვიჩისა და ა. სოროკინის გეოლოგიურ რუკაზე.  



ნომრები
ვრცლად
ლუქსი
360.00 ლარი
ვრცლად
აპარტამენტი
900.00 ლარი
ვრცლად
ორადგილიანი ნომერი ცალცალკე ლოგინებით
299.00 ლარი
ვრცლად
საკონფერენციო დარბაზი
900.00 ლარი


სასტუმროს სერვისები
24 საათიანი მომსახურება
პლიაჟთან ახლოს
პლიაჟის წინ
კაფე
საკონფ.დარბაზი
კვება
ლაუნჯი/ბარი
რესტორანი


ფოტო გალერეა


ვიდეო გალერეა
ინფორმაცია არ არის


ინფორმაცია არ არის


კომენტარები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.